U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველი "ბერძენ-რომაელების" 2 ოქრო და 1 ბრინჯაო

AutoSharing Option
სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა.

ხვალ 6 ივნისს, კიდევ 3 მედლის მოპოვების შანსი გვაქვს, რამაზ ზოიძე (72 კგ) ფინალში გავიდა და თურქ ჩენგიზ არსლანს დაეჭიდება, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში არიან ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებენ.

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები
საერთო გუნდურ ჩათვლაში 65 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეზე თურქეთი, ხოლო მესამეზე რუსეთია.

ფინალური ბლოკი 6 ივნისს 19:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი ბიჭები ხართ!!! თქვენი იმედი აქვს საქართველოს, ზუსტათ ვიცი რომ უდიდეს შედეგს დადებს ეს ნაკრები!!! გაუმარჯოს ჩვენს მოჭიდავეებს გაუმარჯოს საქართველოს!!!
gurami
06 ივნისი 2018 11:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული