ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა.
მან ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიჰადემს, რუს ვასილი ტოპოევს და ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანს სძლია, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა.
ხვალ წურწუმია ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ტურნირზე გიორგი ხუჭუა (72 კგ), ლაშა მარიამიძე (63 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) დამარცხდნენ. ხუჭუა რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას.
ხვალ ტურნირზე დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ჩაებმებიან.