წურწუმია ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა.

მან ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიჰადემს, რუს ვასილი ტოპოევს და ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანს სძლია, ნახევარფინალში კი  აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა.

ხვალ წურწუმია ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ტურნირზე გიორგი ხუჭუა (72 კგ), ლაშა მარიამიძე (63 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) დამარცხდნენ. ხუჭუა რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას.

ხვალ ტურნირზე დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ჩაებმებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სპორტის მინისტრი ნაგავში. თავის ფედერაციებიანათ!!!!!
lelo
25 ოქტომბერი 2018 21:04
3
თქვენ ჭურში ზიხართ ტო ? ვინ კლავს ბერძნულ რომაულს ჩვენი ფედერაცია? გუშინ წურწუმია რა უქნეს ვერ ნახეთ თუ ზეპირი კომენტარებია ან ვერ ერკვევით ქულების შეფასებაში.
samtredski
26 ოქტომბერი 2018 12:02
0
დათუნაშვილი რატომ არაა?მაგაზე მაგარი ბევრი არ გვყავს ბერძნულ-რომაულში.
zura
25 ოქტომბერი 2018 23:35
1
რატომ კლავთ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას???
federacias!!!!!!!
25 ოქტომბერი 2018 20:41
1
21-საუკუნეში ქართველი ნიშნავს მონას!!!!
azeri
25 ოქტომბერი 2018 20:39
0
მსაჯობა ისევ აქტუალურია.
სოსო
25 ოქტომბერი 2018 20:22
0

სიახლეები პოპულარული