ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) რეპეშაჟის ფინალში ჩინელი ლიგუო ცაო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მან რეპეშაჟის ფინალამდე ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიჰადემს, რუს ვასილი ტოპოევს და ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანს სძლია, ნახევარფინალში კი  აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა.

ტურნირს დავით ჩხარტიაშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და გიორგი ხუჭუა (72 კგ) გამოეთიშნენ, რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) კი რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას.

ხვალ ტურნირზე თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და ზვიად პატარიძე
(130 კგ) ჩაებმებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მეტად ივარჯიშებს ძალზე-შტანგაზე ...თავისუფლად გახდება მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი - ცეცხლი და შემართება არ აკლია ამ ქართველს!
გლახუნა
16:13 27-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული