წურწუმიამ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
13 ნომბერს, მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

წურწუმიამ ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევს 3:2 სძლია. იქამდე მან სომეხი ნორაირ აკოფიანი, ბულგარელი ნედიალკო პეტროვი და ყირგიზი ბალბაი დორდოკოვი დაამარცხა.

ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში თურქ ოსმან ილდირიმს ეჭიდავება.

ბაკურ გოგოლი (77) რეპეშაჟში  რუს ისმაილ საიდხასანოვთან 1:6 დამარცხდა.

გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ჩინელი ჰაიტაო ქიანი, ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი და იაპონელი ცურუდა დაამარცხა და ფინალში გავიდა.

რამაზ ზოიძემ (72 კგ) ირანელ ალი რეიზოლა არსალანს, უზბეკ არამ ვარდანიანსა, რუსეთის
წარმომადგენელ ნარეკ ოგანიანს  და ყაზახ კისიმეტოვს სძლია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

გიორგი მელიამ (97 კგ) ყაზახ ოლჟას სირლიბაის, ლიტველ რომას ფრიდრიკასს, გერმანელ იან ზირნის მოუგო, ნახევარფინალი კი რუს ალეკსანდრ გოლოვინთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ზვიად პატარიძეც ჩემპიონია.0-5 დან ამოუქაჩა თურქს.ვულოცავ ნუგზარსაც და მასაც ამ დიდ გამარჯვებებს.ხვალაც ასევე გაგვეგრძელებინოს.
სოსო
23:06 13-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული