მოჭიდავეები პოლიციის სამმართველოსთან გეგა გეგეშიძის დაპატიმრების გასაპროტესტებლად იკრიბებიან

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღმის პოლიციის სამმართველოსთან მოჭიდავეები იკრიბებიან.

როგორც ცნობილია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები არიან ჩამოსულები დუშეთის შეკრებიდან, ასევე მათ უერთდებათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და დიღომში პოლიციის სამმართველოსთან იკრიბებიან რათა გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტონ.

როგორც იცით ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით
მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში
სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამაზრზეენია ამ მოჭიდავეების საქციელი!არ გვინდა ისეთი ჩემპიონები, რომლებიც ძალადობას ამართლებენ და ახალგაზრდობაში ძალადობის კულტს ნერგავენ! ამისთვის გვიხაროდა თქვენი წარმატებები?!
ვაი ჩემპიონები
23 იანვარი 2019 12:50
0
ძიუდოს ფედერაციის ხალხმა რომ ცეცხლსასროლი იარაღი იხმარეს და კაცი დასჭრეს,ის საქმე ჩაიფარცხა,ამან, იმაზე უარესი რა გააკეთა?ალბათ ამას აპროტესტებენ ბიჭები,თორემ კადრებში პირდაპირ ჩანს,რასაც აკეთებს და ალბათ ვერც თვითონ უარყოფენ,რომ ასეთი ქმედება,დასჯადია.
სოსო
23 იანვარი 2019 10:07
0
აბსოლუტურად გეთანხმები... ზუსტადაც რო ჩაფ.....ცხეს ის საქმე იმიტომაც მივიღეთ ეს ახალი შემთხვევა. ისეთი გრძნობა მაქვს რომ სახელმწიფოში კი არა ერთუჯრედიან კრიმინალების ქვეყანაში სადაც ძალადობა არა თუ წახალისებულია არამედ ცხოვრების წესი და ყველა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაააა.... გულის ამრევიააა ეს ყველაფერი
irakli
23 იანვარი 2019 13:04
0
რანაირად ჩაიფარცხა როცა დაჭერილია ლომერ ჟორჟოლიანი
fraternity
23 იანვარი 2019 12:02
0
ესენი ვინ ყოფილან,ამათ ვცემდი პატივს და ამათ ვგულშემატკივრობდი?!...
დათო
23 იანვარი 2019 09:57
1
ეშინიათ და იმიტომ იკრიბებიან,ვინმეს გული კი არ შესტკივა.
rezo
23 იანვარი 2019 09:16
1
აი ესენი არიან ზუსტად "ორმოზდარვა" ტიპები!
ბათუმი
23 იანვარი 2019 09:13
3
ტიპი თვალში ნაცარს აყრის ხალხს "ხელში ატრაფერი არ მეჭირა და არც არავისთვის არ დამირტყამსო" ამას იცავენ? ხომ არიან ღირსი გამოუშვა და ხვალ კი იმავე "დამცველებს"დაერიოს
gega
23 იანვარი 2019 09:12
0
ესენი იმიტომ დგანან რომ მერე თვითონაც არ მოხვდეთ ჯაჭვი გეგასგან.
ZZZ
23 იანვარი 2019 08:58
1
რა სამარცხვინო საზოგადოებაში ვცხოვრობთ ! ,ამას რომ დამცველები გამოუჩნდებიან, მაშინ არის ცუდად ჩვენი საქმე. წადით, საქმეს მიხედეთ და გამოძიება თავისას იზამს. ეგ პასუხს აგებს და პრეზიდენტიც სხვა იქნება. იმედია, ახალიც ასეთივე ხისთავიანი არ იქნება
????
23 იანვარი 2019 02:31
0
ხალხნო გაიგეთ რომ ეს მთავრობა რომ წავა(რაც მალე მოხდება) ხომ არ გგონიათ ვინმე ოპოზიციაში გადავა. ყველა გაქრება და ამიტო ამათთან ქულების წერას აზრი არ აქვს. რაო რა გვინდა მერეო რო იკრიბებიან. არ არიან ალბათ ინფორმირებული რა მოხდა. აუხსნას ვინმემ და დაიშლებიან ეგრევე
მართალი
23 იანვარი 2019 02:17
2
კუნთებზე ცქერას და ერთმანეთის გადაჭმას, თქვე დალოცვილებო ერთი წიგნი მაინც გადაშალეთ, იქნებ რამე შევიდეს მაგ თავებში.
Emre
23 იანვარი 2019 01:29
2
ამათთვის ძალიან გვიანია
eeeeex
23 იანვარი 2019 07:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული