მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მოჭიდავეები და ნაკრების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ბიფინგზე ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ განაცხადა, რომ სპორტსმენები დუშეთში  შეკრებიდან პროტესტის ნიშნად თბილისში დაბრუნდნენ და ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ.

ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველანი არიან პასუხისმგებლები და ხელისუფლებას სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებს.

შეგახსენებთ, გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს.

მკითხველის კომენტარები / 47 /
დამნაშავეთათვის თავზე ხელის გადასმა არ შეიძლება. არ უნდათ ვარჯიში? არ ივარჯიშონ! საქართველოში მათი შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება.
გოგი
24 იანვარი 2019 10:38
1
გეთანხმებით. ესენი თუ არ ივარჯიშებენ და სხვა ქვეყნებში წავლენ საქართველოში ფალავნები არ გამოილევა. ახალ თაობას სტიმული ექნება და გზა გაეხსნება! ფედერაციის ხელმძღვანელია გეგეშიძე, რომის იმპერიაში გლადიატორების სკოლის მფლობელი ხომ არაა ვინც თვალში არ მოუვა გააქანოს და გლიჯოს?!
aburjga
24 იანვარი 2019 11:03
1
სამარცხვინო მოქმედებაა, ვის ჭირდება ამათი ჭიდაობა.
გუგა
24 იანვარი 2019 10:24
1
ადამიანობა ტიტულებით არ განისაზღვრება ჯერ ადამიანები უნდა იყოთ და მერე მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები ნუ აშანტაჟებთ სახელმწიფოს, გეშლებათ და სანამ ისევ გაგიხდათ ბოდიში მოსახდელი მანამდე მოეგეთ გონს!!!
912
24 იანვარი 2019 10:10
0
შეწყვიტეს და შეწყვიტონ!
ალეკო
24 იანვარი 2019 10:02
0
საქმეს მიხედეთ მოჭიდავეებო! რას ქვია ოჯახი; ყველა ოჯახი ამ ქვეყნის ნაწილი არაა? დანაშაულის ჩამდენის არდასჯის ამ ფორმით მოთხოვნა უჭკუობა და უპასუხისმგებლობაა
მერაბ გ.
24 იანვარი 2019 09:49
1
ერთ მხარეს მთელი გუნდი და მეორე მხარეს მარტო შენ.. ამით ყველაფერია ნათქვამი!
2×2=4
24 იანვარი 2019 09:35
20
რატომ მარტო, მთელი ნაცაქტივი მაგის გვერდით არ არის?
ბუუჰეჰე
24 იანვარი 2019 11:29
5
ერთ მხარეს თქვენი ე. წ "ოჯახი" და მეორე მხარეს მთელი დანარჩენი ქვეყანა! ამით ყველაფერია ნათქვამი!
2*2=4-ს
24 იანვარი 2019 10:12
1
მიდით ბიჭებო ერთად დადექით ბოლომდე და ვერავინ ვერაფერს დაგაკლებთ. ამ კომენტარებს ყურადღებაც არ მიაქციოთ სულ რამოდენიმე მეცოცხე წერს ერთი და იმავე სისულელეებს.
ერთად გაიმარჯვებთ!
24 იანვარი 2019 09:25
31
სასარცხვილოა ეს ყველაფერი!! და ეს თუ საქართველოს მომავალია, ტფუი თქვენი.
deus
24 იანვარი 2019 09:20
0
დაიჭერ ვაი არ დაიჭერ უი, ჭრელო პეპელას სიმღერაა რა, რა ქნას ახლა მართლმსაჯულებამ?? აბა ნაცებო და უსაქმურო არასამთავრობოებო, დამწკრივდით და პასუხი ჩქარა.
დათო
24 იანვარი 2019 09:17
2
ნუ ივარჯიშებთ, ნუ იჭიდავებთ, არ გამოხვიდეთ შეჯიბრებებზე... და რის გამო? ულტიმატუმებით ნუ ლაპარაკობთ და ცოტა გონზე მოდით. დამნაშავეს რატომ იცავთ?
mamuka09ze
24 იანვარი 2019 09:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული