მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მოჭიდავეები და ნაკრების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ბიფინგზე ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ განაცხადა, რომ სპორტსმენები დუშეთში  შეკრებიდან პროტესტის ნიშნად თბილისში დაბრუნდნენ და ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ.

ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველანი არიან პასუხისმგებლები და ხელისუფლებას სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებს.

შეგახსენებთ, გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს.

მკითხველის კომენტარები / 47 /
არაფერი არ უნდა დაუთმონ ამ უტიფრეფს, მართლაც, რომ ოლიმპიური ლიცენზიების გარეშე დავრჩეთ, ამ მარაზმის პატიება მართლა დაუშვებელია თანდებობა მაინც დატოვოს უნდა.
Nnn
24 იანვარი 2019 00:16
3
სამარცხვინო ხალხი ვინც ცალადობას მხარს უწერს..ამატ რა უნდატ ნაკრებსი? პატარებმა რა მაგალიტი უნდა აიხონ ტქვენგან..ფულის გამო ყველაფერ გაწირავტ
jiji
24 იანვარი 2019 00:02
3
პალიტრაზე ახლა ვუყურე დათუნაშვილის ინტერვიუს. სასწაული ბიჭია. ასეთი სპორტსმენები გაგვაცანით და გააცანით ხალხს. სიამოვნებით გავეცნობოდი მასალას ამ ბიჭის შესახებ. არა ვარ ჭიდაობის დიდი ფანი, მაგრამ ასეთ ქართველს სიამოვნებით გავიცნობდი უფრო ახლოს.
odala
23 იანვარი 2019 23:45
0
ზურაბ დათუნაშვილს აბსოლიტურ სოლიდარობას ვუცხადებ და კატეგორიულად ვემიჯნები ძალადობას.

და ეს სპორტსმენები თუ არც ივარჯიშებენ, საერთოდ არც გვჭირდება ისეთი მოჭიდავეები, რომლებიც ძალადობას ამართლებენ.
სიმართლის მოყვარული
23 იანვარი 2019 23:28
6
რომელიმე ქვეყანაში თუ ხდება ესეთI რამე პროსტა სირცხვილია თქვენვე დაგაკლდებათ არ გექნებათ წარმატებები
huseina
23 იანვარი 2019 23:20
2
კაი კაცო..
D
23 იანვარი 2019 23:08
0
გული ამერია პირველივე წუთზე ამ ვიდეოსი და ვეღარ ვუყურე. მართლა არ არის ამათი საშველი. ამხელა ხალხიც კი გაგებაში არ არის რა მოხდა/ხდება.
odala
23 იანვარი 2019 23:08
4
მაგხელა ხალხი სათქვფლეფზეა დაბმული და მაგიტომ ჭიკჭიკებენ მასე
Giusha3232
23 იანვარი 2019 23:50
1
ვის დააკლდება მაგ უგუნური საქციელით და ვის უყენებთ ულტიმატუმს? ისევ თქვენ. შეწყვიტეთ და იყავით. გული არავის გაუხეთქოთ. ვერ ატყობთ, რომ თავს ცუდ სიტუაციაში იგდებთ ?
????
23 იანვარი 2019 22:09
4
მოძალადე არ სჭირდება არც ქვეყანას და არც გულშემატკივარს! მესმის ითხოვდნენ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოსო, მაგრამ რქებით აწვებიან, თუ არ გამოუშვებთ, არ ვივარჯიშებთო. ეს კიდევ გულშემატკივრის და ქვეყნის უპატივცემულობაა
????
23 იანვარი 2019 23:51
2
ვის დააკლდება და ყველას სპორცმენებსაც გულშემატკივრებსაც და ქვეყანასაც!
laguna
23 იანვარი 2019 23:30
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული