"რადგან ფედერაციის პრეზიდენტმა მომაყენა შეურაცხყოფა, მაგიტომ არ დამიდგნენ გვერდში?" [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ზურა დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან მომხდარ ინციდენტზე "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრობს.

"მეც ხომ მოჭიდავეების ოჯახის წევრი ვიყავი, თუ რადგან ფედერაციის პრეზიდენტმა მომაყენა შეურაცხყოფა, მაგიტომ არ დამიდგნენ გვერდში?" - ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი: სიმართლე ყველაფრის ფასად მიღირს. ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო

თქვენ ხშირად არ ხართ ხოლმე მოჭიდავეების ოჯახში, მე
ვერ გხედავთ... - დათუნაშვილი კურტანიძეს

ზურა დათუნაშვილი: შიდა პროცესში მაბრკოლებენ და ხელს მიშლიან, ჩემი შრომით მოპოვებული წარმატება რომ დავამტკიცო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ძალადობის მუხლით არის დაკავებული და ოფიციალურად ბრალი უკვე წაუყენეს.

ამ ფაქტს აპროტესტებს მოჭიდავეთა ნაწილი და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს.

altგეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

altმოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ტროლებიო რომ ამბობთ შედით ფეისბუქზე და ნახავთ როგორ იხდიან ფულს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ბიძინას დამქაშები ყველამ რომ ნახოს! დათუნაშვილზეც იქნება რაიმე ერთი ორი და გეგეშიძეს ვინც ამართლებს - ადამიანს როცა დანას ან საერთოდ ბლაგვ საგანს ურტყავ ეს კაცური საქციელია?! მინიმუმ ფედერაციიდან არ არის მოსახსნელი?!!!!
.
24 იანვარი 2019 18:37
2
ზნეობა შეგნება ყველაფერს ვკარგავთ ნელნელა.ყველაფერს აპოლიტიკურებთ უკვე ყველა სფეროში ეს უკვე მართლა ძან ზედმეტია.სპორტი და სამართალი საერთოდ აღარ აინტერესებს ხალხს. არ ვარ არც ქოცი და არც ნაცი მარა ერთი კითხვა მაქ სწორი საქციელია სპორტსმენებისგან გეგეშიძის გამოშვებას რო ითხოვენ?ეს არის შეუგნებლობა .მაშინ მეც გადავარტყავ თავზე ვინმეს რამეს და ჩემი ახლობლები გამოვლენ ეგ არ დაიჭიროთო და გამომიშვან??არამგონია მართებული რო იყოს..ამ ყველაფერს ჯობია იჭიდაოთ თუ არადა მართლა შეწყდეს ამ ხალხის ფულით სპორტის დაფინანსბა ყელში ამოხვედით უკვე..
ftf
24 იანვარი 2019 18:17
0
ამხელა კაცი რო დადგა და მოაღო პირი, მჩაგრავენ, მცემენო. კაცია თუ პრობკა? გააქანე და ხიე შენც და იჩხუბე რა! რა გამოსატანია ეს სააშკარაოზე? მარა ბოზების დრო მოვიდა და ეგ არი რა. კაცებს აღარ ცხვენიათ საჯაროდ იმაზე ლაპარაკი, როგორ დაჩაგრეს! ფუფ. ჩივილი და ბოზობა მარტო ქურდულში გგონია? სად იყო ქურდული ენის მიტნა სირცხვილი რო იყო. კაი რა მართლა! მაბეზღარობას კაცობად ნუ ასაღებთ რა
gagi
24 იანვარი 2019 18:04
58
კარგი ეს ვთქვათ მაზეზღარაა, ამიტო გეგეშიძე კაი კაცია და არ უნდა დაისაჯოს? ან მოჭიდავეებს რა თავისი კანონები აქვთ თვითონ რო გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებულკ კანონი დაარღვია თუ არა?
მიჩინიო
24 იანვარი 2019 20:20
1
მოკლედ დათუნაშვილის მხარდამჭერებს ყველას ნაცებს ეძახიან ეს გეგეშიძის ფანები)) და პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაგყავთო. აშკარად თვითონ გადაყავთ. ვერ ინელებენ იმ ფაქტს რო რუსთავი2მა გაავრცელა კადრები.
Niko
24 იანვარი 2019 17:53
4
რა მაგრად კიდიხარ რო იცოდე ამ ვითომ გულშემატკივრებს სინამდვილეში კი პარტიულ აქტივისტებს. თვითონ როცა არ აწყობდათ გეგეშიძეს კი არა ტალახაძესაც კი ლანძღავდნენ ეს არარაობები.
დათუნაშვილს
24 იანვარი 2019 17:23
21
კარგია რომ აბსოლიტური უმრავლესობა სწორ დასკვნებს აკეთებს. ე.ი. დაკარგული ჯერ არაფერია, ძალა უნდა მოვიკრიბოთ და რამენაირად სამართლებრივ სახელმწიფოდ და საზოგადოებად უნდა ჩამოვყალიბდეთ. თემური წყობილება და ქურდული გარჩევები არ ეკადრება სახელმწიფოს, თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს უნდა მოვიქცეთ ცივილიზირებულებად. ქვეყანა რომ დაიქცეს სამართალი უნდა აღსრულდეს.
შიშველი სიმართლე
24 იანვარი 2019 17:20
5
ზურას ვუსურვებ წარმატებებს ბევრჯერ ესახელებინოს საქართველო. მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე კომიკური ისაა რომ ზურას რომ კომფლიქტი მოუვიდა და დაჭრეს მაშინ ზუსტათ ეს ტროლები რომლებიც დღეს ზურას მხარდამჭერები არიან და ფედერაციას ამტყუვნებენ. ზუსტათ ეს ტროლები თხოვდნენ გეგეშიძეს რო ზურა გაეგდოთ ჭიდაობის ოჯახიდან. გადახედეთ არქივს და თქვენთვითონ დარწმუნდებით. რაც შეეხება ამ სიტუაციას გეგეშიძე უნდა წავიდეს ფედერაციიდან ხოლო ზურა კიდევ ბევრჯერ უნდა გვასახელოს!!! საქართველოში ჭიდაობა უფრო უნდა დაფასდეს. საქართველო ჩემპიონების სამჭედლოა!
gurami
24 იანვარი 2019 17:01
8
სპორტულ ჟურნალისტებს რომ უძახით თავებს, იქნებ იკადროთ და ობიექტურად გააშუქოთ ეს თემა. გიფიქრიათ ამაზე? ნუთუ არავის გაგიჩნდათ კითხვა ეს კაცი ასე რატომ გარიყეს მოჭიდავეებმა და რატომ დარჩა პირისპირ სისტემასთან. კითხეთ, იქნებ გპასუხობთ ვინმე. ზოგად კითხვებს დასვამთ და ამოწურეთ თავი, მორჩა დასაწერი მასალა გაქვთ უკვე და აღარ გაინტერესებთ უფრო დეტალურად გარკვევა.
კახა
24 იანვარი 2019 16:58
2
ეს უსაქმური 40 თუ 50 მეცოცხე იქნებ შტატში ჩაისვათ, თორე ცოდონი არიან მუქთაზე ამდენი კომენტარების წერით.
sportalls
24 იანვარი 2019 16:44
20
უფალო შენ დაიფარე საქართველო. ყველა უსამართლობისა და ფულის გვერდით როგორ დგას.გენოს და ლადოს ჭიდაობას როგორ გულით ვუყურებდი მაგრამ ახლა მგონია რომ არა ქვეყნისთვის არამედ პირადი წარმატებისთვის ჭიდაობდნენ. არ ვიცი თუ აქვს ამ ქვეყანას მომავალი. სხირელის კომენტარი ვნახე და მართლა ნაგავი ყოფილა როგორც გოგშელიძე ამბობდა.
ლევანი
24 იანვარი 2019 16:03
3

სიახლეები პოპულარული