გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

AutoSharing Option
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
აი თქვენი ვითომ სამართალი და არასწორი საქციელის რა ვთქვი .... თან მოსამართლემ თანამდებობაზე დატოვაო არაა?დათუნაშვილო წადი ბიძია წადი საქართველოდან აქ შენ აღარ დაგედგომება აწი ამ ხალხის გადამკიდე ამ ქურდების თუ ხულიგნების გადამკიდე აქ არავინ გაგახარებს.. შენ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ვიმეორებ ნებისმიერი ევროპული თუ გინდ ნებისმიერი ამერიკის კონტინენტის ქვეყანადიდი სიამოვნებით მიგიღებს თავისიანად და როგორც აგერ ძიუდოისტი ნიკოლოზე შერაზადაშვილია ესპანეთსი დაფასებული კაცი ასევე გახდები შენც ყველაფერი გაქვს ამისთვის და ვინც შენი ეს ნაბიჯი გაამტყუნოს იმის ბრმა და დაუნახავი ....
ჯიქია
18:49 24-01-2019
2
ბრავო, აღსდგა სამართალი! სტიპენდია დაუნიშნეთ კიდევ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად! გულისამრევი სამართალი გვაქვს ქვეყანაში
გველისმჭამელი
19:14 24-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული