ნუგზარ წურწუმიას ნახევარფინალი რუს ვიქტორ ბედერნიკოვთან UWW-მ გამოარჩია.
4 მარტს, სერბულ ნოვი სადში დაწყებულ 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ნახევარფინალში, პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11:2 სძლია რუს ვიქტორ ვედერნიკოვს და ფინალში რუმინელ ფლორინ ტიტას დაეჭიდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.