ხვალ ჩემპიონობისათვის ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) იბრძოლებენ. ბრინჯაოს მედალს ბექა მამუკაშვილი (77 კგ) შეუტევს.
ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11:2 სძლია რუს ვიქტორ ვედერნიკოვს და ფინალში რუმინელ ფლორინ ტიტას დაეჭიდება.
ლევან ქავჟარაძემ უნგრელ ერიკ ტორბას 7:2 მოუგო, ფინალში
ფინალში გავიდა გურამ ხეცურიანიც. ქუთაისელმა ფალავანმა ნახევარფინალში ლიტველ მარტინას ნემსევიჩიუსს 4:0 სძლია, ხვალ კი რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვს დაეჭიდება.
ზვიად პატარიძემ იოლად 9:0 დაამარცხა ესტონელი არტურ ვიტიტინი, ოქროს მედლისათვის კი რუმინელ ისტვან ბერეის შეხვდება.
ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს ბექა მამუკაშვილი , რომელმაც ნახევარფინალში რუს ისლამ ოპიევთან 1:1-ზე ბოლოს დაკარგული ქულის გამოისობით წააგო, ხვალ კი, კვარცხლბეკზე ასასვლელად რეპეშაჟის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეერკინება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.
ტურნირის მეორე დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 60-67-72-82-97 კგ კატეგორიის ფალავნები გამართავენ.
საქართველოს ღირსებას კი ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), გიორგი კურტანიძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დაიცავენ.
შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ღირსებას კი ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), გიორგი კურტანიძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დაიცავენ.
შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის გვერდის მიხედვით