"ველოდები გათავისუფლების ცნობას, უცხო ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის"

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გათავისუფლების ცნობას ელოდება.

როგორც დათუნაშვილმა Sportall.ge-სთან განაცხადა, მას უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა.

"ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ზურაბ დათუნაშვილს
შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე 23 თებერვალს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზეც იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ განუცხადა, პრეზიდიუმის სხდომაზე გეგეშიძემ დათუნაშვილს "თვალებში შეხედა და მოინანია, ბოდიში მოუხადა".

თავის მხრივ, დათუნაშვილის თქმით, გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს. "თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ", - აცხადებს დათუნაშვილი.

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
ნორმალურ ქვეყანაში ეგ მაჩაიძე გადადგებოდა, გეგეშიძეზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩანს, რომ ფულიანი ადგილი აქვს და ებღაუჭება ტიპი. ბოდიში კი არა, ყველანაირად დაიმცირებს თავს, რომ დარჩეს სკამზე :DDDDDDDDDDDD ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგოს!!!
არჩილა
10 მარტი 2019 18:52
1
არა რუსეთი, არა შეცვლილი გვარსახელით. გქომაგობთ. ბოდიში, თუ სათანადოდ ვერ გიდგავართ მხარში.
მოქალაქე
08 მარტი 2019 10:34
2
ასეთი რაღაც მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება. რა უნდა პრეზიდენტად ისეთ კაცს ვინც ძველი ბიჭივით ურჩევს სპორტსმენებს საქმეს და ამისთვის ასამართლებენ. მერე კი პრეზიდენტად ტოვებენ.
დათო
08 მარტი 2019 10:26
2
მართლა რაა გაუნვითარებელი და დოგმატური ხალხი ხართ.რასქვია პროვოცირება ამან მოახდინა რასქვიაა მართალი იყო თუ არაა თემაში ან რაშუაშია სამშობლო.პროვოცირებაც რომ მოეხდინა ფედერაცის პრეზიდენტი უნდა გადადგეს არაქ მნიშვნელობა ვინ დაიწყო ან არ დაიწყო და თუ ამისთვისაა სამშობლო თქვენთვის არაა რატო არავინ დაუდგა გვერდში და მოეთხოვათ გადადგომა ამპრეზიდენტის.აქ ლაილაი არ უნდა ამ თემას ვისაც უნდოდა დადგომოდა გვერდში და მოეთხოვა სამართალი თუარადა კაცს კარიერა რატო უნდა დაეკარგოს რატო უნდა დაიჩაგროს ვიღაცეების ახირების და გრუპების გამო ანუ თავი თუარ დაგიხარათ მოღალატეა?
lasha
08 მარტი 2019 09:15
3
ასეთი სუსტი სპორტული ჟურნალისტიკა როგორიც საქართველოშია იშვიათია. ჟურნალისტები სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იდგნენ და არ დაუშვან უკანონობა, მისცენ ასეთ საკითხებს საჯაროობა და დაჩაგრული ადამიანის ინტერესები დაიცვან. ჩვენთან კი რა ხდება, ჟურნალისტიკა რეალი-ბარსელონას მატჩზე საუბარი ჰგონიათ, თან ქუჩაში ან ტრანსპორტში მოსმენილს რომ შეადარო განსხვავებას ვერ იპოვი. არაფროფესიონალიზმია ყველა სფეროში, ტოტალური დილეტანტიზმი.
ირაკლი
08 მარტი 2019 08:51
1
თუ არ ვცდები მინიმუმ 4-5 მსოფლიო ჩემპიონატში აქვს მიღებული მონაწილეობა. არცერთი მედალი არ მოუპოვებია. შარშან რომ გაიგო ვერ ხვდებოდა მსოფლიოზე შეკრებიდან გამოიქცა. ქობლიაშვილმა 87-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე მსოფლიო პრიზიორია გობაძე 82-ში. წელს საქართველოს ჩემპიონატზე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოიწვიეს მსაჯები, ვინც ევროპა-მსოფლიოს მსაჯებს. რაც მაგათ ერთი ამბავი აუტეხა, მინიმუმ 1 წლიან დისკვალიფიკაციას იმსახურებდა. ასეთი რამ თუ ვინმესთვის უპატიებიათ მე არ ვიცი. ეხლა წასვლა იმიტომ უნდა რომ ნაკრებში კონკურენციას ვერ ქაჩავს.
aleqsandre
08 მარტი 2019 08:25
7
ყველანაირად ვეთანხმები გეგეშიძესთან დაკავშირებით მაგრამ გეგეშიძე სამშობლო არაა და ნუ გვაშანტაჟებს არ დაგვიწყდეს ვისი გორისა ხარ შეგრცხვეს.
კახა
08 მარტი 2019 02:04
20
შენ უნდა გრცხვენოდეს შანტაჟსა და სამართლიანობისათვის ბრძოლას რომ ვერ არჩევ ერთმანეთისაგან.
emigranti
08 მარტი 2019 02:28
2
თვითონ მოაწყო მაგის პროვოცირება.
სსსწც
07 მარტი 2019 23:27
40
სამწუხაროა, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს :(
გიორგი
07 მარტი 2019 23:18
4
მეგონა ფეხბურთისგან განსხვავებით სადაც ჩაწყობა და ახლობლობით ხდება წინ წაწევა, ჭიდაობაში ყველაფერი სენზეა დამიკოდებული, გამოხვალ და დასცემ ზურგზე. რაც ხარ ის ხარ. თურმე აქ ყოფილა თურმა დაჩაგვრა თუ ხდება. მსაჯებს რასაც ეტყვიან იმას გააკეთებინებენ.
asea es
07 მარტი 2019 21:04
2
ვინ დასცა ზურგზე? თუ ჭიდაობაში ვერ ერკვევი, აუცილებელი არაა აკომენტარო.
aleqsandre
08 მარტი 2019 08:28
2

სიახლეები პოპულარული