ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძის სინანული ფორმალობაა, ჩემი გაჩუმება და სკამის შენარჩუნება სურს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი ფიქრობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება.

"ვითხოვ, რომ მოძალადე ადამიანი დაისაჯოს. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული ფორმალობაა, ამის მერე არაფერი შეიცვლება. აქამდეც, ზაფხულშიც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამას ვერავინ გააკონტროლებს. პიროვნულად მართლა შერიგება რომ სდომო
და, თავიდანვე იტყოდა. ხელი არ მომიქნევიაო, მაგრამ ახლა აღიარებს და ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ ხელში რკინა ეჭირა და ის ჩამარტყა", - აღნიშნა დათუნაშვილმა.

მოჭიდავე შეეხო პრეზიდიუმზე წასვლისა და იქ მისი დისკვალიფიკაციის საკითხის განხილვის შესაძლებლობასაც და განაცხადა, რომ პრეზიდიუმს არ ენდობა.

"გავეცნობი პრეზიდიუმის წევრებს და შემდეგ გადავწყვეტ, მივალ იქ თუ არა. მათი 80% ის ხალხია, რომელთაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი და ვიცი, რომ ჩემს სიმართლეს დაკარგავენ. წინასწარ გეტყვით: თუ წავალ პრეზიდიუმზე და შევრიგდებით, დისკვალიფიკაციას არ მომცემენ, გეგას კი გარკვეულ თანხას გადაახდევინებენ, რომელსაც მოჭიდავეების ფულიდან გადაიხდის და ასე მორჩება. ჩემი რა საკითხი უნდა განიხილონ, ვერ ვხვდები. ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და რაღაც ჩამარტყეს, კიდევ მე უნდა მომცენ დისკვალიფიკაცია?!" - განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს ნანობს.

altგეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი


წყარო: Ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფედერაციის სიდიდის შკალა მისივე წარმატებებით იზომება. ასეთი კარგი შედეგი კი ფედერაციას არასდროს ჰქონია. დაუთანშვილისნაირი (თან უკვე ყოფილი) და უკეთესი ტიტულების მქონე მოქმედი სპორტსმენები ათეულია საქართველოს ნაკრებში. (ვაჟკაცი კი არა ერთი დაბოღმილი, პატარა კაცია. პროვოკატორ-ავანტიურისტია,მელაძე-მელიას მეგობარი). გეგეშიძე სხვა მიმართულებით მიდიოდა და დათუნაშვილმა ყელში ხელი წაავლო. გეგეშიძემ ინსტიქტურად მოიგერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება თავი დაიცვას.
კარგად მომისმინეთ !!!
16:25 12-02-2019
3
ვაჟკაცი ბიჭი ჩანს, ასეთი თუ უშველის საქმეს, თორემ მონების მეტი რაა,რასაც ჩასძახენ იმას ამოსძახებენ. რა გახდა ეს გეგეშიძე, ბოლო-ბოლო შეპირდნენ რაიმე თბილ ადგილს(რადგან ასეთი ხელშეუხებელია)და დატოვოს თანამდებობა.
mamuka
09:06 09-02-2019
0

სიახლეები პოპულარული