ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.
აბულაძემ ნახევარფინალში ირანელი ბადაგი მოფრადი დაამარცხა (6:3) და ხვალ ფინალში რუსეთის წარმომადგენელ აბუ მუსლიმ ამაევს დაუპირისპირდება.
ქაცანაშვილმა კი ნახევარფინალი ბელარუს იარაშევიჩს მოუგო (7:0) და ხვალ ოქროს მედლისათვის რუს ილია ერმოლენკოს შეხვდება.
რობინზონ ესაძე (130 კგ) რეპეშაჟში გააგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას. მისი მეტოქე ბელარუსი მიკიტა კოვალსკია.
დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ ნიკა შერბაკოვი (77 კგ) და ფრიდონ აბულაძე (55 კგ).
ხვალ ტალინის ხალიჩაზე საჭიდაოდ დიეგო ჩხიკვაძე
(60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ) გავლენ.