აბულაძემ და ქაცანაშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

AutoSharing Option
ტალინში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგზრდულ ჩემპიონატზე ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი აბულაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ აბუ მუსლიმ ამაევთან 3:5 დამარცხდა.

ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ქაცანაშვილმა ფინალი რუს ილია ერმოლენკოსთან 0:2 ორი საეჭვო გაფრთხილებით წააგო.

რობინზონ ესაძემ (130 კგ) რეპეშაჟში ბელარუს მიკიტა კალავსკის 4:0 სძლია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი თურქ მუჰამეტ ბაკირთან 1:5 დათმო.

ევროპის ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ (67 კგ) პოლონელი ალექსანდერ მილევცზიკი (9:0), ჩინელი ქსინ ჰუანგი (8:0), უკრაინელი ვლადისლავ კრავჩენკო (9:1)
და ამერიკელი პეიტონ ომანია (7:0) დაამარცხა და ფინალში სომეხ შანთ ხაჩატრიანს ეჭიდავება.

ევროპის ჩემპიონმა დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ბელარუსი ალექსანდრ ნიაჰოდა (3:2) და შვედი ნიკლას პონტუს ოეჰლენი (7:0) დაამარცხა, მეოთხედფინალი სომეხ საჰაკ ჰოვანისიანთან წააგო (0:5) და მედლისათვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯებმა ყველაფერი იღონეს რომ ეს მართლაც საამაყო ქართველი ვაჟკაცები ჩემპიონები არ გამხდარიყვნენ! ორივე მათგანი ფინალში რუს სპორცმენებს დაუპირისპირდნენ, ლერის ოთხ ქულიანი გდება მხოლოთ ორ ქულიანათ შეუფასეს! ხოლო ქაცანაშვილი პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით დაჩაგრეს!
gurami
11:13 18-08-2019
0

სიახლეები პოპულარული