პირველ წრეში გიორგიმ ჰონდურასელი კევინ მეხია კასტილო მშრალი ანგარიშით დაამარცხა- 5:0.
მეორე შეხვედრაში ქართველის მეტოქე ყაზახი იერულან ისკაკოვი გახლდათ. გიორგიმ ისიც ქულების დაკარგვის გარეშე დაამარცხა- 4:0.
მესამე მატჩში მელიამ ფრანგ მელონინ ნოუმონვის 5:1 სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სომეხ არტურ ალეკსანიანს დაუპირისირდა. სამწუხაროდ, ტიტულოვანმა სომეხმა გიორგი მელიას დამარცხება მოახერხა და ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ