იაკობ ქაჯაიას ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური ლიცენზია

AutoSharing Option
17 სექტემბერს იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქაჯაიამ ნორვეგიელი ოსკარ მარვიკი 5:1, რუმინელი ალინ ალექსის ჩიურარიუ 9:0 დაამარცხა, 1/4-ფინალი თურქ რიზა ქაიათან 1:5 წააგო, დამამშვიდებელ წრეში 2:1 მოუგო ჩილელ აკოსტა ფერნანდესს, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ ედუარდ პოპს 5:0 სძლია.

მან საქართველოს ნაკრებს მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოუპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დააყენეთ პატარიძე. ხალხი არა ხართ?
ზაზა
21:48 17-09-2019
3
პატარიძემ, როგორც ვიცი ,,მენისკის'' ოპერაცია გაიკეთა. შეჯიბრზე წასვლა კი კონკრეტულ წონებში კონკურენციის, გამარჯვების შემდეგ ხდება.
ინფორმაცია
15:56 18-09-2019
1

სიახლეები პოპულარული