გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ვაკის ფალავანთა კლუბში დღეს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, ფარულ კენჭისყრაში, ხმის უფლების მქონე ოცდაორივე დელეგატმა დაუჭირა მხარი.
თამაზ გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში პირველად ოთხი წლის წინ ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართულმა ჭიდაობამ ბევრ ისტორიულ წარმატებას მიაღწია".
თამაზ გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში პირველად ოთხი წლის წინ ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართულმა ჭიდაობამ ბევრ ისტორიულ წარმატებას მიაღწია".