25-დან 28 თებერვლამდე Pubg Mobile-ში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი PMCO ჩატარდა. ფინალურ სტადიაზე ორი ქართული გუნდი - "13" (მე-11 ადგილი) და "ონიქსი" (მე-10 ადგილი) - წარდგა და წარმატებითაც იასპარეზა. ამდენი ვარჯიში და წვალება ქართულ გუნდებს დაუფასდათ და წინ მორიგი ნაბიჯი გადადგეს, მარტში საქართველოს სახელით პროლიგაზე იასპარეზებენ, სადაც კიდევ უფრო მაღალი კონკურენცია და გამოცდილება ელოდებათ.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით "13-ების" ლიდერმა შოთა მექვაბიძემ მცირედი კომენტარი გააკეთა:

"PMCO-ს საბოლოო შედეგით არც მე და არც ჩემი მოთამაშეები კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ. ფაქტობრივად, ტაბლოზე პირველი ორი დღის შედეგი იყო, რადგან ბოლო 8 მატჩში თამაში საერთოდ არ წაგვივიდა და დავუშვით ბევრი შეცდომა. ვთვლით, რომ ეს შედეგი არ იყო ჩვენი მაქსიმუმი, თუმცა ყველაფერი წინაა და ეს შეცდომები, რა თქმა უნდა, გამოსწორებადია.

ქართული ჩემპიონატებიდან მაღალ ლიგებში გუნდმა საკმაოდ რთული გზა გაიარა. მოგვიწია თამაშის სტილის თავიდან შესწავლა და ბევრი ცვლილების შეტანა. რა თქმა უნდა, ბევრად ძლიერი გუნდები და ბევრად დიდი კონკურენცია რომაა, ამაზე დავა ნამდვილად არ ღირს. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზები, რამაც გამოიწვია ამა თუ იმ მოთამაშის გუნდიდან გაშვება და ძირითადი შემადგენლობის რამდენჯერმე შეცვლა, ისევე, როგორც თამაშის სტილის.

პროლიგა, ჩვენი ინფორმაციით, დაიწყება მარტის შუა რიცხვებიდან. ზუსტი თარიღი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს. უამრავი ახალი გზა და ახალი გამოწვევა გაჩნდა პროლიგის მოწვევასთან ერთად. "13-ები" ყველაფერს ვიზამთ, რომ შესაფერისად გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს და დავდოთ ის შედეგი, რაც ჩვენ და ჩვენს გულშემატკივარს სიამაყით აგვავსებს.

ამ წარმატების უკან უამრავი ვარჯიშია, დაახლოებით 6 საათი ყოველდღე, იშვიათი შესვენებით. გუნდს, რომელსაც უნდა ეთამაშა PMCO, დაახლოებით 3 თვის მანძილზე ვამზადებდით, თუმცა საბოლოოდ შემადგენლობის შეცვლის უფლება არ მოგვცეს და შესაბამისად, მოგვიწია ძველი, მოდუნებული და შედარებით სუსტი გუნდის წარდგენა, თუმცა ვთვლი, რომ მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზეთ.

ვურჩევდი კიბერსპორტსმენებს, რომ იქონიონ მიზანი და იშრომონ ამ მიზნის მისაღწევად. არაფერია შეუძლებელი, მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა.

სამომავლოდ, პროლიგისათვის ვგეგმავთ გუნდის სულ ცოტათი შეცვლას. ახლა უკვე ამის უფლება გვაქვს. მიზანი პირველობაა, რისთვისაც მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ზოგადად, ტურნირისთვის მომზადება სხვადახვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ხდებოდა. მაგალითად ფინალურ თამაშებს მოვიყვან, სადაც გუნდის მწვრთნელი ჩვენი ყოფილი მოთამაშე ნიკა ქებაძე გახლდათ, რომელიც სწავლობდა უშუალოდ ფინალში მოთამაშე გუნდების თამაშის სტილს, თამაშის მსვლელობისას მათ გადაადგილებას. ამ ყველაფერს გუნდთან ერთად განვიხილავდით, თუ ვისთან როგორ უნდა გვეთამაშა, რა დროს როგორ უნდა გვემოძრავა და წინასწარ ვსაზღვრავდით ყველა დეტალს, რათა გაუთვალისწინებელ შემთხვევას ხელი არ შეეშალა.

PMCO-ს მიმდინარეობისას ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს არა მხოლოდ თამაშის სტილითა და მოთამაშის უნარით, არამედ მობილურის მონაცემითა და ინტერნეტის სიხშირითაც კი ეჯიბრებოდა. საკმაოდ უთანასწორო ბრძოლა მოგვიწია, როდესაც მოწინააღმდეგე წამში 90 კადრს აღიქვამს და შენ, მაგალითად, ნაცვლო, რომელიც უშუალოდ ბრძოლისას მობილურს კადრის აღქმა 10-მდე ჩამოსდის. პირადად მე, ასეთ ბრძოლას უთანასწოროდ ვთვლი, მაგრამ იმედი გვაქვს, სამომავლოდ ეს ყველაფერი გამოსწორდება.

საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ წარმატება მოულოდნელი არასდროსაა და შემიძლია ძალიან დადებითად შევაფასო ის შედეგი, რაც დავდეთ ორივე ქართულმა გუნდმა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საკუთარი რესურსით დაიდო და არავისგან არანაირი მხარდაჭერა და ხელის შეწყობა არ ყოფილა, გარდა ჩვენი გულშემატკივრისა, რომლებიც უდიდეს მოტივაციას გვაძლევდნენ თითოეულ მოთამაშესა და მთლიანად "13-ებს". ძალიან დიდი მადლობა მათ ამისათვის.

ორმა ქართულმა გუნდმა თუ შეძლო ამ შედეგის დადება და ამ დონის ტურნირის ფინალისტობა, თანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მეტი ხელშეწყობის პირობებში არაერთი გუნდი გამოჩნდება, რომლებიც შეძლებენ საქართველოს დროშის აფრიალებას მასშტაბურ ტურნირებზე. ამ ეტაპზე ეს მისია ორ კლანს გვაკისრია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას მოახლოებულ აქტივობებში ღირსეულად წარმოვაჩენთ".

დამატებითი ინფორმაციისთვის, ვიდეოებისა და სიახლეებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ "13-ების" "ფეისბუქგვერდს".

ასგაგასგ
კიბერსპორტია
alexandre
თავიდან ძალიან ყურადღებით ვიკითხე, ბოლოშიც. მაგრამ მაინც ვერ გავიგე საერთოდ რაზეა საუბარი! საერთოდ სპორტია?
ნოდო
პაბჯი მობილურში
Dato
Dzveli qartuli lelo Burtis Msgavsi ramea
გუგა
ბოდიში,მაგრამ ეს რა სპორტია?
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს