რამდენიმე ქართული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ, Sport.ua-სთან ინტერვიუში, ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მომავალ მატჩზე ისაუბრა.

- ყველანი სამართლიანად აკეთებენ აქცენტს პსჟ-ს ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურაზე. ვინ შეგიძლიათ კიდევ საქართველოს ნაკრების სახიფათო ფეხბურთელებიდან გამოარჩიოთ?

- ყველას სახელებით გამორჩევა ადვილი არ არის, მაგრამ ჩაკვეტაძეს აღვნიშნავ, რომელიც ინგლისში კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი „უდინეზეში“ ასპარეზობს. ასევე „ვილიარეალის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს. არიან მცველები, რომლებსაც ჭკვიანურად და საიმედოდ მოქმედება შეუძლიათ - მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილი. ის ბუნდესლიგის „კიოლნში“ თამაშობს. იქ კარგი დონის ფეხბურთელები საკმაოდ ჰყავთ, დამიჯერეთ.

- თქვენი აზრით, თავისი ბოლო შეხვედრების გათვალისწინებით, შეუძლია ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ რეალური პრეტენდენტი იყოს?

- მიმაჩნია, რომ შეუძლია. იმის გათვალისწინებით, როგორ გაიბრწყინა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, როგორ ძლიერად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა დასკვნითი ნაწილი და როგორ უნარებს აჩვენებს, სავსებით შეუძლია უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოსთვის იბრძოლოს. ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- იქედან გამომდინარე, რომ გამოკვეთილი ინდივიდუალისტები არ გვყავს, ასეთი მასშტაბის შემსრულებლის განეიტრალება მალდერას სამწვრთნელო შტაბს როგორ შეუძლია?

- უკრაინის მთავარი კოზირი გუნდური შეთამაშებლობა და კოლექტიური მთლიანობაა. საქართველოს ჰყავს ვარსკვლავები, რომლებსაც მარტო ძალუძთ ეპიზოდის გადაწყვეტა. ჩვენი ძალა კონცეფციაშია - „გუნდი-ვარსკვლავი“. ევროპის კარგ გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელები გვყავს, აგრეთვე უკრაინის ჩემპიონატიდან წამყვანი შემსრულებლები.

ჩვენი ძალა მონოლითურობაშია, მაღალ დისციპლინასა და ხარისხიან გუნდურ თამაშში. თუ ასეთი გამოკვეთილი კაშკაშა ტალანტი არ გვყავს, ყველაფერი დალაგებულ კოლექტიურ მოქმედებაზე უნდა ავაწყოთ.

- გამოდის, ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა? თუ მას საერთოდ „გამოვთიშავს“, ეს სრულიად სხვა გუნდი იქნება?

- აბსოლუტური სიმართლეა. თუ ჩვენმა ბიჭებმა ხვიჩას განეიტრალება მოახერხეს და სივრცე არ დაუთმეს, ეს უკრაინისთვის დადებითი შედეგისთვის უზარმაზარი ნაბიჯი, ხოლო მეტოქისთვის ძლიერი დარტყმა იქნება. კვარაცხელია საკვანძო ფიგურაა, რომელზეც ქართველთა თამაშის მთელი კონსტრუქციაა დამოკიდებული.

დემჩენკომ კომენტარი UA-Football-თანაც გააკეთა: „თუ ჩვენი ბიჭები ისეთივე ფეხბურთს ითამაშებენ, ეს იმის დადასტურება გახდება, რომ ისინი სწორ გზაზე არიან, წინა წარმატება კი შემთხვევითობა არ იყო. ჩემი აზრით, ბოლო მატჩების შედეგების გათვალისწინებით, ფავორიტი სწორედ უკრაინაა“.

უკრაინელთა მწვრთნელი: ხვიჩა "ოქროს ბურთს" იმსახურებს - შანსები თანაბარია
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
რამაზ სვანაძე: არაა საჭირო კითხვა, მზად ვარ თუ არა - ჩვენ ნაკრებს ყველაფერი შეუძლია
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა
უკრაინელი ექსპერტი: მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მერკვილაძის 6 სამქულიანი და 22 ქულა ჩრდილოეთის ლიგაში
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
[VIDEO] იწუწუნეს, იწუწუნეს და უნგრეთს სძლიეს - უკრაინამ თბილისში ჩამოსვლამდე სამი ქულა მოიპოვა
სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
რამაზ სვანაძე: არაა საჭირო კითხვა, მზად ვარ თუ არა - ჩვენ ნაკრებს ყველაფერი შეუძლია
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
უკრაინელთა მწვრთნელი: ხვიჩა "ოქროს ბურთს" იმსახურებს - შანსები თანაბარია
შედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს
"ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
სვანაძის სავარაუდო შემადგენლობა და ხვიჩა თანაგუნდელის წინააღმდეგ - ნავსი უნდა გატყდეს!