ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 1-ელ აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა (130 კგ) იაკობ ქაჯაიამ ფინალის საგზური მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი დღეს, 2 აგვისტოს დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქეს ჩოქბჯენში სრული უპირატესობით აჯობა.


მეოთხედფინალში ქაჯაიამ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემიონოვი დაამარცხა. მეტოქემ ჩოქბჯენიდან უპირატესობა ვერ მოიპოვა, ქართველმა სპორტსმენმა კი ეს კომპონენტი კარგად  გამოიყენა - 3:1.



იაკობმა ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე
იასმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა, ქაჯაიამ კი ქულა უფრო გვიან მოიპოვა და ამით გაიმარჯვა.



ფინალში ქაჯაიას მეტოქე 38 წლის ლეგენდარული კუბელი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მიხაინ ლოპეს ნუნიესი იყო. შეხვედრა თავდაპირველად თანაბარი იყო, თუმცა კუბელმა ჩოქბჯენი გამოიყენა და 3:0 დაწინაურდა. დროთა განმავლობაში იაკობის მეტოქის უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 5:0 და ქაჯაიამ ვერცხლის მედალი, ნუნიესმა კი მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, რაც უნიკალური მიღწევაა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ქაჯაიას მედლის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 

altიაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო

altმელია დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს









მკითხველის კომენტარები / 26 /
ბადის მეორე მხარეს რომ მოხვედრილიყო მედალს ვერ აიღებდა. ირანელი და თურქი გაცილებით ძლიერები იყვნენ.
Dima
01:33 03-08-2021
0
ასეთი უღიმღამო ჭიდაობა ფინალს არ უხდება, ერთხელაც არ უცდია ილეთის გაკეთება, ასეთ ჭიდაობას ტრავმა მოგემიზეზებინა ჯობდა, თუ წინასწარ შეგუებული იყავი წაგებას, მომავალში მეტ ჟილკას გისურვებ
3

სიახლეები პოპულარული