ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა (130 კგ) იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"ფინალში გასვლა და კარგი ჭიდაობა მწვრთნელების და ექიმების დიდი დამსახურებაა. ძალიან გახარებული ვარ და ხვალინდელი დღისთვის ვემზადები. მინდა საქართველო და ჩემი წყალტუბო ბოლომდე ვასახელო. დიდი მადლობა გულშემტკივრებს და ყველას, ვინც გვერდში მედგა".
ქაჯაია ხვალ ოქროს მედლისათვის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 38 წლის კუბელ ლოპეს ნუნიესს დაეჭიდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.