იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა (130 კგ) იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ფინალში გასვლა და კარგი ჭიდაობა მწვრთნელების და ექიმების დიდი დამსახურებაა. ძალიან გახარებული ვარ და ხვალინდელი დღისთვის ვემზადები. მინდა საქართველო და ჩემი წყალტუბო ბოლომდე ვასახელო. დიდი მადლობა გულშემტკივრებს და ყველას, ვინც გვერდში მედგა".

ქაჯაია ხვალ ოქროს მედლისათვის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 38 წლის კუბელ ლოპეს ნუნიესს დაეჭიდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Მიდი ძმა, მიდი გენაცვალე! Ეგ კაცი ცარიელი გამოცდილებაა, მაგრამ ყველაფერს შეძლებ. Ღმერთი გფარავდეს, წარმატებები
Ნიკა
18:47 01-08-2021
1
გაუმარჯოს წყალტუბოს, წყალტუბოელებს და წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალ ქარს!!!
ზუუ
02:42 02-08-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული