2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართველი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის ფალავან აკერ ალ ობაიდის დაუპირისპირდა და მარტივად, 10:0 დაამარცხა.
მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართველი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის ფალავან აკერ ალ ობაიდის დაუპირისპირდა და მარტივად, 10:0 დაამარცხა.
ჩვენებურმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, 27 წამის გასვლის შემდეგ კი უპირატესობა 6:0 გახლდათ. მოჭიდავეები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. ყველა მოელოდა, რომ აკერ ალ ობაიდი მოუმატებდა, ქართველს შეუტევდა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის გასვლამდე 2:37 წუთით ადრე ზოიძემ ულამაზესი გდება გააკეთა, რაც გეგეშიძის (მწვრთნელის) გაპროტესტების შემდეგ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დააკმაყოფილა და ჩვენებურმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მანამდე ზოიძემ, 1/8-ფინალში, მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი სპორტსმენი, სახელად ისმაილ ბორერო 3:2 დაამარცხა.
რამაზი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 საუკეთესო ძიუდოისტს შორის მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ირანის წარმომადგენელი მოჰამედ რეზა გერაისთან დამარცხდა - 1:6.
ფინალური ბლოკი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.
რამაზი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 საუკეთესო ძიუდოისტს შორის მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ირანის წარმომადგენელი მოჰამედ რეზა გერაისთან დამარცხდა - 1:6.
ფინალური ბლოკი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.