ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართველი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის ფალავან აკერ ალ ობაიდის დაუპირისპირდა და მარტივად, 10:0 დაამარცხა.


ჩვენებურმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, 27 წამის გასვლის შემდეგ კი უპირატესობა 6:0 გახლდათ. მოჭიდავეები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. ყველა მოელოდა, რომ აკერ ალ ობაიდი მოუმატებდა, ქართველს შეუტევდა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის გასვლამდე 2:37 წუთით ადრე ზოიძემ ულამაზესი გდება გააკეთა, რაც გეგეშიძის (მწვრთნელის) გაპროტესტების შემდეგ შეხვედრის მთავარმა
არბიტრმა დააკმაყოფილა და ჩვენებურმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.



მანამდე ზოიძემ, 1/8-ფინალში, მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი სპორტსმენი, სახელად ისმაილ ბორერო 3:2 დაამარცხა.

რამაზი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 საუკეთესო ძიუდოისტს შორის მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ირანის წარმომადგენელი მოჰამედ რეზა გერაისთან დამარცხდა - 1:6.


ფინალური ბლოკი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
რამაზ ზოიძე არის რეალურად ოქროს მედლის კანდიდატი! მაგის გამოსცლას რომ ვუყურე, ბიჭი ჭიდაობს, კი არ ძიძგილაობს და თანაც მეტოქეებზე აშკარა უპირატესობით და მათზე მთელი თავით მაღლა დგას!!!
მიდი რამაზ, ოქროს მედალი შენსკენ იყურება და გულშემატკივრების არმია გაახარე!!!
!!!
03 აგვისტო 2021 12:23
1
ხოო ძიუდო ნამეტანი უყვართ))) ისე ეს გაცილებით დიდი მიღწევაა ვიდრე ბევრი მედალი ამ ბიჭმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა და იქნება მეტად დავუთმოთ ყურადღება (მეც ძიუდო მიყვარს მაგრამ))))
Soso
03 აგვისტო 2021 11:50
2
ამან ისეთი ვინმე წააქცია რომ 99% ოქრო აქვს გარანტირებული
!!!!!!!
03 აგვისტო 2021 11:19
0
ანუ ორივეს მეოთხედფინალში ეჭიდავა? :O
ვვვ
03 აგვისტო 2021 10:19
1
4 საუკეთესო ძიუდოისტს შორის არა, ფრენბურთელებს შორის
ფსშვიუ
03 აგვისტო 2021 08:54
0
დათუნაშვილზე არაფერი დაწეროთ.
დიმა
03 აგვისტო 2021 08:26
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული