დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოსლოში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალს ლერი აბულაძე (63 კგ) დაეუფლა, რომელმაც ყაზახი სულტან ასეტული, იაპონელი კენსუკე შიმიზუ, უნგრელი ერიკ ტორბა დაამარცხა, ფინალი კი ირანელ მეისამ დალკანთან 4:5 წააგო.

რამაზ ზოიძე (67 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა - იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი და სერბი სებასტიან ნადი დაამარცხა, ნახევარფინალი ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან დათმო (6:7), ბრინჯაოს მედლისთვის კი აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფაროვს 8:0 სძლია.

ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა გობაძემ (87 კგ). მან აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი
დაამარცხა, შემდეგ სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან 1:2 დამარცხდა, რეპეშაჟში მილად ალირზაევს (რუსეთი) სძლია, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლა დანიის სახელით მოჭიდავე ტურპან ალი ბისულტანოვს მოუგო.

დათუნაშვილი კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ფინალში ბელარუსი კირილ მასკევიჩი 9:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნაც საქონლებო აქ რომ აქებთ ამ მოღალატეს და საქართველოს მტრების ძმაკაცს თქვენი დედაააც @@
zura222
10:28 08-12-2023
4
ჯერ 40 წლის მუტრუკი რომ 17 წლის ბავშვს ცემს და თან რკინის ჯაჭვით და თან ფედერაციის პრეზიდენტი შენ მოჭიდავეს და კიდევ ჩვეულებრივ რომ აგრძელებს ვითომც არაფერი მეტის ღირსი ვართ. არქიფოს ქვეყანა ვართ ჩვეულებრივი
Martali
00:58 12-10-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული