დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოსლოში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალს ლერი აბულაძე (63 კგ) დაეუფლა, რომელმაც ყაზახი სულტან ასეტული, იაპონელი კენსუკე შიმიზუ, უნგრელი ერიკ ტორბა დაამარცხა, ფინალი კი ირანელ მეისამ დალკანთან 4:5 წააგო.

რამაზ ზოიძე (67 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა - იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი და სერბი სებასტიან ნადი დაამარცხა, ნახევარფინალი ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან დათმო (6:7), ბრინჯაოს მედლისთვის კი აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფაროვს 8:0 სძლია.

ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა გობაძემ (87 კგ). მან აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი
დაამარცხა, შემდეგ სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან 1:2 დამარცხდა, რეპეშაჟში მილად ალირზაევს (რუსეთი) სძლია, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლა დანიის სახელით მოჭიდავე ტურპან ალი ბისულტანოვს მოუგო.

დათუნაშვილი კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ფინალში ბელარუსი კირილ მასკევიჩი 9:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
გობაძეს ხო მოუგო მეოთხედფინალში და გახდა კიდეც მსოფლიო ჩემპიონი.ამ ფარჩაკებმა რა კაცი გააქციეს ქვეყნიდან.და საერთოდ როგორც თავისუფლებაში ისე კლასიკებში მოსაშორებლები არიან მწვრთნელები და რეზულტატი იქნება განა რა კლანი აქვთ ეგეთი რო ვერაფერს ვერ უშვებიან სანამ ესენი იქნებიან უკან უკან წავალთ
em777
11 ოქტომბერი 2021 10:16
4
ვულოცავ სერბებს და ზურას ამ წარმატებას, ხოლო საქართველოს კი იმას, რომ ძმები გეგეშიძეები ჰყავს ფედერაციის სათავეში! ვაშა ოცნებას მეგობრებო, ვაშა შენებას!
ჯიგარი ხარ ზურა
11 ოქტომბერი 2021 09:59
8
ვულოცავ გულწრფელად. სამწუხაროა ის ფაქტი რომ მედალი სერბებისაა. ასეთი ერი ვართ არასდროს არ ვაფასებთ ღირსეულ მამულიშვილებს ისე გააგდეს კაცი ხმა არ ამოგიღიათ არც ერთს. ეს ბიჭი ისტორიას დარჩება, გეგეშიძე კი ერთ თაობასაც აღარ ემახსოვრება. გყავდეთ ეხლა გეგეშიძე, სერბებს ეს ოქროს კაცი ეყოლება, რომელიც კიდევ მრავალ ტიტულს მოუტანს ქვეყანას.
sss
11 ოქტომბერი 2021 09:35
3
კაცი ხარ ზურა , მაგარი ხარ , გილოცავ გენაცვალე
---
11 ოქტომბერი 2021 09:10
4
ყველაფრის ღირსები ვართ ქართველები იმის გამო კრიმინალ გეგეშიძეს და მის ფედერაციას უფლება მივეცით ეს ბიჭი ნაკრებიდან გაეგდოთ. აღარასდეოს ვყოფილვარ ჭიდაობაზე ამ ამბის მერე და თქვენ ჟურნალისტებსაც მთლიანი ფედერაციის ბოიკოტი უნდა გაგეკეთებინათ. ეხლაც მახსოვს ხინჩეგაშვილის პეტრიაშვილის სამარცხვინო კომენტარები ასევე სხვა მოჭიდავეების როგორ არ დაუდგნენ გვერდში.
Semi
11 ოქტომბერი 2021 08:06
3
ჯერ სად ხართ მისი მოპოვებული მედლები საქარტველოში ბეცრს დაუჯდება ჯანმრთელობის ფასად მაღლა
ნოდო
11 ოქტომბერი 2021 07:11
3
ზდიეთ ეხლა
Karoche
11 ოქტომბერი 2021 07:06
4
ყოჩაღ საქართველოს ნაკრების ბიჭებს
საქართველო
11 ოქტომბერი 2021 06:15
21
Bichi gaagdes imenna saqartvelos nakrebidan da ramagar shedegebs aketebs
Datunashvili yochag
10 ოქტომბერი 2021 23:51
4

სიახლეები პოპულარული