იაკობაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოსლოში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

იაკობაშვილმა ინდოელ სუშილ სუშილს და თურქ მუსტაფა კაიას სძლია, მეოთხედფინალი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დათმო, რომელიც ფინალში გავიდა. ამიტომ ქართველი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრიტანეთის ნაკრების რუმინელი წევრი ნიკოლაე კოჟოკარი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს მოუგო.

შეგახსენებთ, ტურნირზე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის, ხოლო ნიკა კენჭაძემ (79) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული