სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

AutoSharing Option
Fivepointmove-ი სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე (-87 კგ) წერს:

"ეჭვგარეშეა, რომ დათუნაშვილი სერბეთში კარიერის პიკში იმყოფება. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ის ვოევოდინის (პროვინცია სერბეთის ჩრდილოეთში) საპატიო სპორტსმენად დაასახელეს."

2021 წელი ზურაბისთვის ძალიან წარმატებული იყო და სერბეთს 3 მედალი მოუპოვა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიადაზე დაკავებული მესამე ადგილი.

შეგახსენებთ, დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის, საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას კი 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი იყო. 

altგამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი -

ზურაბ დათუნაშვილი

altზურაბ დათუნაშვილი: გეგეშიძე ცრუობს, მას სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მე კონკურენციას გავურბივარ

მკითხველის კომენტარები / 31 /
სერბებს ვგავართ ისედაც ქართველები, როგორც შესახედავად მაგრამ განსაკუთრებით ხასიათით. კაი მოქეიფე და მოგულავე ხალხია. ეს ჩვენი დათუნაშვილი კიდე ისე გაშინაურდა იქ, მე მგონი სერბისგან ვერც გაარჩევენ.
დავითი
30 დეკემბერი 2021 14:51
7
სერბები ალბანელენში ხომ არ გერევა? ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ერია ევროპაში. თანაც ძირითადად ღია ფერის, სამხრეთის სლავები არიან. როგორ გავხარ ვიზუალურად?
როგორ გავხარ ვიზუალურად?
22 იანვარი 2022 15:44
3
საქართველოში ყველა მისი თავგადასავლის მერე ვამბობ: კაციც ეს ყოფილა და ქუდიც ამას ჰხურებია! წარმატებები მომავალშიც! გქომაგობთ საქართველოდანაც!
N
28 დეკემბერი 2021 22:28
20
მოწონება მინდოდა და შემთხვევით დამეჭირა დისლაიქზე. პატივისცემა ამ ადამიანს
ლევანი
22 იანვარი 2022 16:05
3
ესეთ კიკინებიანს რა ქუდი გინდა, რომ დაახურო?
ინკვიზიტორი
04 იანვარი 2022 16:21
36
საამაყო პიროვნება
geno
28 დეკემბერი 2021 22:01
16
უსამართლოდ რომ მოექცნენ,რო დაჩაგრეს ფაქტია.მთა და ბარი არ გასწორებულა და არც გასწორდებაო ჩვენმა წინაპრებმა ვინ იცის ჯერ კიდევ როდისა თქვეს.იჩაგებოდნენ და კიდევაც დაიჩაგრებიან.სპორტის სასახლეში ძაღლივით გათეთქვილი ტიტულოვანი მწვრთნელიც მინახია უსამართლოდ რო ჩაგრავდა ერთ-ერთ სპორტსმენს.მერე ეს სპორტსმენი ერთი წელი ახვეწნიეს ნებართვა მიეცათ სხვა ქვეყნის სახელით რო ეჭიდავა.
Პირადად ეს ადამიანი მაშინ დამთავრდა ჩემთვის ვიღაც ექსტრემისტ მუსლიმებს რო მიუძღვნა გამარჯვება,რომლებიც შუაგულ ქართულ სოფელში მეჩეთის აშენებას ძალით აპირებდა.ქართველი მე ვიცი ქრისტიანი მართლმადიდებელი და წერტილი.არ დამიწყოთ ეხლა ტოლერანტობა და ლიბერალობა.კაი დედის შვილი ხარ კახსა და ნუხში ეკლესიაში სანთელი დაანთე რომელ ეკლესიის მშენებლობაზეა ლაპარაკი.
ყველა მამლუქს ვგულშემატკივრობ მშვიდობაძის,აბულაძის და თურქეთში წასულ გვარგადეკეთებული თურქოღლუების გარდა!!!
jordan beli
28 დეკემბერი 2021 18:05
50
თუ სიმართლე გინდათ. ეს ბიჭი კი არ უნდა გაეშვათ, გეგეშიძე უნდა გაეგდოთ.
ბადრი
28 დეკემბერი 2021 17:39
7
გეთანხმები! მაგრამ, კაი კაცობა გადის ძალიან ბაც ხაზზე და ხშირად ძალიან მარტივია გადაკვეთო და შეგეშალოს. მომწონდა და მომწონს ეს ბიჭი, მაგრამ მგონი შეეშალა.
odala
29 დეკემბერი 2021 00:24
44
ჟურნალისტებს ნორმალურად არც გაურჩევიათ ეს საკითხი. მაგარი ამბავი უნდა აეტეხათ. მეც არ მომწონს ნაცები, მაგრამ ამაზრზენი ფაქტია შენს მოჭიდავეს საჯაროდ თავი გაუტეხო და დაამცირო, შემდეგ ქვეყნიდან გააგდო. ძველბიჭური, საშიში ელემენტები არ უნდა მართავდნენ ფედერაციებს
ბათუმი
28 დეკემბერი 2021 16:28
6
სამწუხაროა რომ ასეთი სპორტსმენი დაკარგა საქართველომ. წარმატებებს ვუსურვებ.
აშკარად ძალიან გაანაწყენეს და უსამართლოდ მოექცნენ. იმისი მაგივრად რომ საქმე შესწავლილიყო, ფაქტიურად ჩაიფარცხა და აი შედეგიც. საინტერესოა ამის წონაში საქართველოს რა შედეგები ჰქონდა 2021-ში
გიორგი
28 დეკემბერი 2021 16:24
5
ნაცებს კაცი, რომ დაუჭერ მხარს, ესეიგი შენც ავტომატურად, მათი თანამოზიარე ხდები, ნაცების მიერ ჩადენილ შავნელ საქმეში, გინდ ცნობილი სპორცმენი იყავი და გინდ ნებისმიერი დარგის მუშაკი
ლევანი
28 დეკემბერი 2021 14:44
90
მელიას და მისი მხარდამჭერის არ გაიშვას არაფერი!!
გურული NEWS !
22 იანვარი 2022 21:54
4
ლოგიკაში მაგრად მოიკოჭლებ! დავიწყოთ " თვალებ დათხრილ, ახალგაზრდებით" სპეცნაზელებს და განსაკუთრებით პოლიციელებს, როგორ "ეჭიდავებოდნენ" ეს ახალგაზრდები რამოდენიმე საათით მთელმა საქართველომ კარგად დავინახეთ, მაგრად უთმინეს სპეც-ებმა და პოლიციელებმა, მაგრამ როცა უკვე ჭკუიდან გადავიდნენ ეს 'აგრესიული ახალგაზრდები" ბოდიში და სპეცნაზელები ნამდვილად თავზე ხელს არ გადაუსვამდნნენ და გამოიყენეს ძალაც, მაგათი დანიშნულებაც ეგ არის, რომ ძალა გამოიყენონ! შედარებისთვის: ნაცების 7-ნოემბერს და 26-მაისს სისხლიან დარბევას თუ შევადრით ამ "დარბევას" ცა და მიწა. შემდეგ: ლაშქარავას საქმე სულ სხვაა, აგრესიული ნაც ჟურნალისტები, სადაც გამოჩნდებიან, ყველგან ჩხუბი და ცემა-ტყება როგორ ხდება? რა ახალი ამბავია, რომ ნაც ჟურნალისტებისგან მოდის აყალ-მაყალი? ნუ გამოიწვევდა იქ მისულ პატრიოტ ბიჭებს და არ მოხდებოდა ის რაც მოხდა. ლექსო ლაშქარავა რისგანაც გარდაიცვალა ყველასათვის ცნობილია გადამეტებული " წამლის გაკეთებისგან", და არ გვინდა რა სხვაზე ხელის გაშვერვა. მაჩალიკაშვილის შემთხვევაში "გადამეტებული" იყო არ ვუარყოფ. რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს ნეტავ ეგეთი ქართველი და პატრიოტი, ნაცებს ყავდეს და ბედნიერები ვიქნებოდით. ოცნება ნაცების ნაირი, რომ ყოფილიყვნენ, დღეს ნაცები ასე გაჯეჯილები არ იქნებოდნენ. ისე, რომ განსხვავება ნაცების და ოცნებას შორის, ძალიან დიდია.
კაი ერთი-ს
29 დეკემბერი 2021 13:13
23
ყველა გამოხმაურება
ამ დათუნაშვილს რა საზიზღარი პრიჩოსკა უკეთია! რა უბედურებაა კაცებზე ესეთი თმის ვარცხნილობა. თუ კაცები ხართ, იყავით კაცები!
?
28 დეკემბერი 2021 14:30
74
წინა სტატიაში "გამარჯვება მელიას და წულუკიძეებს მიუძღვნაო" სიძულვილისა და ძალადობის კომენტარებზე რო ორჯერ მეტი ლაიქები ვნახე ვიდრე დიზლაიქები ჭკუიდან შევიძალე. ტიპები წერენ გეგეშიძეს რო შეეშალა ამის გამო ასეთები არ უნდა ეკადრა ამასო. და იქვე წერენ ეკუთვნოდა როგორც დააფინგალეს, უფრო მეტი უნდა მოხვედროდა და ამისთანა. ძალადობას ამართლებდნენ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ძველი სიბრძნის სიმართლეში, ყველა ხალხი იმსახურებს ისეთ ლიდერს და მთავრობას, როგორიც ჰყავს. ჩვენც ვიმსახურებთ მოძალადე ხელისუფალს, რადგან ჩვენი მენტალიტეტი ქურდულ ჩმორულ ძველბიჭურს ვერ გასცდა! კი არ შეეშალათ ამ ბიჭის მიმართ კრიმინალი პირდაპირ ეთერში ჩაიდინეს, 1000 მოწმე ყავდა მასზე ძალადობას, სისხლის ღვარი გადმოდიოდა სახეზე. სამარცხვინოდ ბიჭებმა (მოჭიდავეებმა) რომლებსაც ყვე..... არ აქვთ, იმის მაგივრად რო თანაგუნდელს დადგომოდნენ გვერდით და სასამართლოში ჩვენება სათითაოდ მიეცათ გეგეშიძის წინააღმდეგ, მოძალადის მხარდასაჭერი განცხადებები აფრქვიეს და მხარდამჭერი აქციები მოაწყვეს. მე მართალი გითხრა ასეთ არასოლიდარულ ხალხზე გული მერევა. წონის პირველი ნომრები, მათ შორის პეტრიაშვილი, ხინჩეგაშვილი გამოვიდნენ და გეგეშიძეს აულოკეს. სამარცხვინოზე მეტიცაა. დათუნაშვილმა ყველას დაანახა როგორი ათლეტიცაა. მას აქვს პოლიტიკური შეხედულება, როგორც ყველა ადამიანს და სტაბილური ხელფასის გამო არ ჩაიგუბა პირში წყალი.
თორნიკე
28 დეკემბერი 2021 13:08
15
გეგეშიძეს რა შეეშალა ეგ ყველამ იცის და ნორმალურ ქვეყანაში ის ამ თანამდებობაზე რომ არ უნდა იჯდეს გასაგებია, თუმცა მეორე მომენტი დათუნაშვილის უარყოფითი პიროვნებაა, გეგეშიძესთან მიმართებაში შეიძლება მართალია, მაგრამ შენ კაცი რომელიც თვლი რომ უსამართლოდ დაიჩაგრე და ამ დროს ეთაყვანები მკვლელებს რომლებმაც 300 ათასი კაცი გაასამართლეს, 150 კაცი ქუჩაში დახვრიტეს, ათასობით გააუპატიურეს შენ რაც გიქნეს ის იმასთან შედარებით არაფერი არ არის, მორალთან მწყრალად ხარ და რეალურად უსამართლობასაც მარტო შენი ცხვირის იქეთ ვერ ან არ ხედავ, მთავარია შენ არ შეგეხონ და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო ნათქვამია, ასეთი მორალის მქონე კაცი სადღაც იმსახურებს კიდეც უსამართლობის მსხვერპლი რომ გახდეს, თორემ გეგეშიძემ რაც გააკეთა თუნდაც მართალი რომ ყოფილიყო კაცური გაგებით თანამდებობაზე მაინც არ უნდა დარჩენილიყო და ამას არავინ არ ამართლებს.
ნიკო
28 დეკემბერი 2021 22:58
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული