ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

AutoSharing Option
სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. საპატიო ჯილდო დათუნაშვილს სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა გადასცა.

"ეს ჩემთვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ. მხარდაჭერისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. გახდე საუკეთესო ჩემპიონთა ქვეყანაში, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელთა და კალათბურთელთა ასეთი ნაკრებები ჰყავს, ჩემთვის დიდი პატივია. მიყვარს სერბეთი და ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, საქართველოს ჭიდაობის
ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ესეიგი არაკაცურად მოიქცა არა?თავში რა ჩაარტყა გეგეშიძემ ეგ არის კაცური?არ ვიცი მანამდე რა იყო მაგრამ ჩხუბის შემდეგ 100% მართალია,ფედერაცია გასაქანს არ მისცემდა.
შუმანა
10:53 24-04-2023
1
უჩერდა მხარს ერთ ერტ პოლიტიკურ პარტიას. კარგია რო მოიგო. მაგრამ გეგეშიძე გასაშვებია დიდი ხანია!ხოლო რაც შეხება დათუნაშვილს ეგეც მაგარი ინტრიგანია და პროვოცირებდა. შესაბამისად გეგეშიძე ავარდა გოიმივით! რაც არ შეფერება ხემძგვანელს, ესა და ეს. ვიმეორებ დათუნაშვილი არის ინტრიგანი,! მე პირადათ არ ვცემ პატივს არც დათუნაშვილს, გეგეშიძე ს ციხეში გაუშვებდი!!!!
პოლიტ
22:15 28-12-2022
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული