ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი წარდგა. 

ლაშა გობაძემ (87 კგ) ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან 3:8 დამარცხდა. ლაშას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება, თუ ნოვიკოვი ფინალში გავა.

სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ) ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 1:12 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე 97კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.


მკითხველის კომენტარები / 29 /
ვინც ჩემ პოსტებს სისტემატურად კითხულობს და იხსომებს,ეცოდინება,რომ ნაცპარტიის ლიდერების ატანა არ მაქვს.ბევრი,ამის გამო,თავსაც მესხმის,მაგრამ რაც გეგეშიძემ დათუანიშვილის მიმართ ჩაიდინა,მაშინვე დავგმე და მოვითხოვე,მისი ნაკრებიდან ჩამოშორება.ჩემნაირი,სხვაც,ძალიან ბევრი იყო,მაგრამ მას შერჩა ჩადენილი და გამოვიდა,რომ მოჭიდავეები,მოძალადე უფროსის ხელში აღმოჩნდნენ.2007წელს,თბილისში უზარმაზარი დემონსტრაცია,ნაცებმა დაუნდობელი ცემა ტყეპით რომ დაარბიეს,მაშინ მათი ხელმძღანელების დავალება იყო,რომ არც ერთი დემონსტრანტი არ უნდა გადარჩენილიყო უცემელი,რადგან ნაცემი ადამიანის დაჩმორება ადვილია და მართლაც სახლის კარებებამდე სდიეს ხალხს.ვინც ეს დავალებები გასცა,ისინი კი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები,მაგრამ უჭკუობას ვერ დავაბრალებთ.იცოდნენ რასაც ამბობდნენ და აკეთებდნენ კიდეც.მანამდეც და,მას შემდეგაც.ზუსტად იგივე მდგომარეობაა ჩვენს ჭიდაობის სამყაროშიც.ნაცემი და დაშინებული კაცი,ჩემპიონი ვერ გახდება.არ მჯერა,რომ ეს მოჭიდავეები,თვითონ არიან ზონდერები და ვინმეს უკანონოდ ცემა ტყეპაში მონაწილეობდნენ,მაგრამ თვითონ ისინი კი,მართლა არიან ძალადობის მსხვერპლნი.ისინი ხომ მაშინდელი ამბების მოწმეები არიან და რა განწყობა იქნებოდა და არის მოჭიდავეებში,ადვილი მისახვედრია.კლასიკური(ბერძნულ რომაული)ჭიდაობა,ამაზე უკან ალბათ ვეღარ წავა,მაგრამ უარესს საზღვარი არა აქვსო და ვეღარც მაგას დავიფიცებ.ცვლილებები აუცილებელი კი არა,უკვე დიდი ხნის დაგვიანებულია და ახლა ამ კაცის ფედერაციიდან მოშორებას,უკვე ვერავითარი არგუმენტი ვეღარ შეაჩერებს.სხვა შემთხვევაში,კლასიკურ ჭიდაობაში,აღარავინ მივა სავარჯიშოდ.
სოსო
21:37 07-08-2024
0
ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ცემა ხომ კარგად შეგიძლიათ?!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული