ქართველი მოჭიდავე გოგონას ისტორიული გამარჯვება აშშ-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: nj.com

2 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში, ჭიდაობაში პირველი ქალთა ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა ქრისტინე გავაშელმა მოიპოვა.

ამ შტატში ჭიდაობის ჩემპიონატი მხოლოდ ვაჟებს შორის 1930 წლიდან იმართებოდა, 2019 წელს კი ტურნირი პირველად გაიმართა გოგონათა შორის.

ქრისტინე გავაშელი ჩემპიონი 118 ფუნტ წონით კატეგორიაში (დაახლ. 53,5 კგ) გახდა.

"ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ამ გამარჯვებას არაფერში გავცვლიდი. პირველი ვარ, ვინც ამ შედეგს მიაღწია და ეს შესანიშნავია. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამას მივაღწევდი. ჯიუ-ჯიცუში ვვარჯიშობდი. შემდეგ ჭიდაობის გუნდი შექმნეს, ვიფიქრე, რომ ბედი მეცადა.
რატომაც არა? როცა აქ მოვედი, კატასტროფა ვიყავი", - განაცხადა ქრისტინე გავაშელმა გამარჯვების შემდეგ.

ქართველი მოჭიდავის წარმატებას სხვადასხვა ამერიკული ონლაინ-გამოცემა და გაზეთიც გამოეხმაურა.

Sportall.Ge

წყარო: nj.com
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიხარე, უფალმა სულ წარმატებით გატაროს.
გიზოგ
18:58 08-03-2019
0
აუ თან რალამაზი გოგოა. მაღალი მიზნებისთვის მიგეღწიოს!
ილარიონი
00:16 09-03-2019
0

სიახლეები პოპულარული