ტურნირი ჩატარდა 4 წონით კატეგორიაში- 75 კგ, 85 კგ, 95 კგ და აბსოლუტური წონა;
სხვა მონაწილეებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ
ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრები.
აბსოლუტურ წონაში ტურნირის გამარჯვებული გახდა გურამ თუშიშვილი.
ტურნირს ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.
ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელიც დასრულდა საზეიმო ფეიერვერკით.
ღონისძიების ორგანიზატორი - სოფ. ძლევიჯვარის მკვიდრი, ბიზნესმენი - სლავა შერაზადიშვილი.