საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ჰოლანდიამ დაამარცხა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს, ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა.

დღეს, ერთმანეთს ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. გუნდები ოთხ-ოთხი ვაჟითა და გოგონათი იყო დაკომპლექტებული, ქართველმა ძიუდოისტები კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

ჩვენი პირველივე მეტოქე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთა მთავარი კოზირი გოგონათა გუნდი იყო და ამ უპირატესობამ მეტოქეს გამარჯვებაც კი მოუტანა. 4:0 წავაგეთ გოგონათა გამოსვლის დროს, დამარცხდა: ეთერ ლიპარტელიანი-57 კგ, მარიამ ჭანტურია-70 კგ, სოფიო სომხიშვილი +78 კგ და 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი არ გვყავდა.

რაც შეეხება ბიჭებს, 3:1 გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა: თემურ
ნოზაძემ-60 კგ, ტატო გრიგალაშვილმა-75 კგ, ლუკა მაისურაძემ-90 კგ. დამარცხდა: გელა ზაალიშვილი +100 კგ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგ ახალი სულელური ფორმატი კიდევ ბევრჯერ წაგვაგებინებს.
zura
17:04 22-10-2017
0
სულელურია თუ არა ერთ ფაქტია: სასწრაფოდაა მისახედი ქალთა ძიუდო, ეს გოგონები ვინც ამ ჩემპიონატზე ასპარეზობენ, ყველა პერსპექტიულია და სათანადო ყურადღება ჭირდებათ, მეტი მხარდაჭერა მათ და გია თენაძეს ვინც გაგვიცოცხლა თუ აღმოგვიჩინა ქალთა ძიუდო!
Irakli Apkhaidze
18:49 22-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული