"კვირის პალიტრა" ულოცავს ნინოს გამარჯვებას და უსურვებს, კვლავაც მრავალჯერ გაახაროს გულშემატკივარი.
ჩვენს არქივში მასთან ჩაწერილი რამდენიმე ინტერვიუ ინახება. ვიდრე ახლა უკვე
- როგორც მეუბნებიან, 5 წლისას ჩემს წონაზე 3-ჯერ მძიმე ტვირთის აწევა შემეძლო. სკოლაში ცელქი ვიყავი, კლასში ყველა ბიჭს ვცემდი. ჩოგბურთელობა მინდოდა. შარაპოვას რომ ვუყურებდი, ოცნებას მივეცემოდი ხოლმე. 5-შვილიან ოჯახში არ გვქონდა ამის საშუალება - ჩოგბურთი ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მამამ ხუთივე - 2 გოგო და 3 ბიჭი - ჭიდაობაზე შეგვიყვანა და თავად იყო ჩვენი მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა.
სხვათა შორის, თმა გადამხოტრეს და შეჯიბრებებზე რომ გავდიოდი, მეტოქეებმა არ იცოდნენ, რომ გოგო ვიყავი. იმის გამო, რომ ქალი ვარ, ძალიან უჭირდათ რეალურად აღქმა, რომ მეც ჩვეულებრივი სპორტსმენი ვიყავი. მამაჩემი სულ კუდში დამდევდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მოეყენებინა. მაშინ ხშირად ამბობდნენ, რომ გოგო ძალისმიერ სპორტში არ უნდა იყოსო. მაშინაც და ახლაც ყველგან ვამტკიცებ, რომ როგორც კაცია ძლიერი, არანაკლებად ძლიერია ქალი. მერწმუნეთ, მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაზარდოს ძლიერი კაცი.
თავიდან ძიუდოში ვვარჯიშობდი, მერე სამბო ვარჩიე.
ნინომ მოფლიოს ჩემპიონატი რომ მოიგო, გამარჯვების აღსანიშნავად ცეკვა შეასრულა...
- ცეკვა მოყვარულის დონეზე ვიცი და ძალიან მიყვარს. ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდიოდი, მეუღლემ მითხრა, თუ გაიმარჯვებ, იცეკვეო. მეც დავპირდი, რომ აუცილებლად ვიცეკვებდი და პირნათლად შევუსრულე პირობა. გიორგი სულ გვერდში მიდგას. ყოველ დილით ჩემთან ერთად დარბის. პირველად კიმონო მაჩუქა და ბევრი წარმატება მომიტანა მისმა საჩუქარმა. სპორტის მინისტრმა იხუმრა, ჭიდაობა არა, მაგრამ ცეკვა დასახვეწი გაქვსო. ამაზე ბევრი ვიხალისე.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე