ფოტო: ქართული სპორტის სტატისტიკა
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი 5 მედლით დაასრულა. აქედან 3 გოგონებმა მოიპოვეს.
ნინო ოძელაშვილი (72 კგ) ჩემპიონი გახდა, სალომე აბაშიძე (60 კგ) ფინალში დამარცხდა, ხოლო ელენე ქებაძემ (+80 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვაჟთა შორის ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) მოიგო ჩემპიონის ტიტული, ხოლო ბესიკ ბერულავა (82 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.
მომზადებულია sportstat.gov.ge-ს მიხედვით