23 ივნისს, მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ფინალში სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა (74 კგ) რუსი მსოფლიოს ჩემპიონი სტანისლავ სკრიაბინი 5:1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ლევანმა ნახევარფინალში საბერძნეთის სახელით მოასპარეზე გეორგიოს კირაკოსიანს 5:1 სძლია.
დღეს ბრინჯაოს მედლები სამბისტებმა გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), გეგა ჩირგაძემ (62 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.
ქართველმა სამბისტებმა ტურნირზე უკვე 10 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.