19 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.
ლევან გორგაძე სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 5:7-ზე გაუხდა.
ქართველ ფალავანს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად კიდევ 3 გამარჯვების მოპოვება სჭირდება და მარცხის უფლება აღარ აქვს. მისი მომდევნო მეტოქე კი მაეგაშირა რიუდენი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 1:1-ზე აქვს.