აკი ბაშო. XII დღე: ეს ბოლოა, ტოჩინოშინს მეტი მარცხის უფლება არ აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.

ლევან გორგაძე სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 5:7-ზე გაუხდა.

ქართველ ფალავანს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად კიდევ 3 გამარჯვების მოპოვება სჭირდება და მარცხის უფლება აღარ აქვს. მისი მომდევნო მეტოქე კი მაეგაშირა რიუდენი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 1:1-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვიცით ტოჩის რა შეუძლია და რა მებრძოლიცაა მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ოძეკი ასე არ უნდა ჭიდაობდეს. მე მგონი ჩვენ ცოტა არ იყოს და "გავაუბრალოეთ" სუმოს იერარქიის ეს უდიდესი საფეხური. მთლად ასე "არაუშევს", "მერე რა" მიდგომა არ შეიძლება. ასევე არ არის მიღებული გაუთავებლად ტრავმებით აპელირება. სუმო ზოგადად ტრამვიანი სპორტია და ბევრს აწუხებს ეგ არ არის გასაკვირი. აქ მოდუნებაზე და მოტივაციის შემცირებაზე უნდა ვისაუბროთ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. გამუდმებით ტრავმებზე ლაპარაკი "გულის ფხანას" უფრო ჰგავვს. მგონი დროა ჩვენმა გოლიათმა მავაში ლურსმანზე ჩამოკიდოს და დიდიებით დაბრუნდეს სამშობლოში....
ანესთეზეოლოგი
14:14 19-09-2019
5
რა იჩალიჩა იმ გოთვერანმა გიოჯიმ...არადა რა კაი ტაჩიაი ქონდა ტოჩის პირველააად
მიროსან
13:26 19-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული