ეს ბაშო წარუმატებელი გამოდგა ტოჩინოშინისთვის, ქართველმა მეორეჯერ დაკარგა ოძეკის წოდება და მის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე ათი გამარჯვება მართებს. ლევანის წარუმატებლობის მიზეზი მარჯვენა მუხლის ტრავმა იყო, რომელსაც სათანადოდ ვერ ეყრდნობოდა, თუმცა ბრძოლიდან ბრძოლამდე პროგრესირებდა.
ქართველი ფალავნის შედეგია ექვსი გამარჯვება ცხრა მარცხის საპირისპიროდ. ტოჩინოშინი მიტაკეუმის გამარჯვებით გახარებული იყო, რადგან ისინი მეგობრები არიან და ტურნირის დასრულების შემდეგ საჯაროდ მიულოცა.
"მე ბედნიერი
ტოჩინოშინი აკი ბაშოზე გამომუშავებული კენშოებით მეხუთე ადგილზეა, მას 104 კენშო დაუგროვდა, რაც დაახლოებით 170 000 ლარია.
ლიდერთა სია ასე გამოიყურება:
262 - ტაკაკეიშო
218 - გოეიდო
178 - მიტაკეუმი
134 - კაკურიუ
104 - ტოჩინოშინი
მიმდინარე ბაშოზე ორი იოკოძუნა მონაწილეობდა, კაკურიუ და ჰაკუჰო. ჰაკუჰომ მეორე ბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა. რაც შეეხება კაკურიუს, მან ექვსი ბრძოლა ჩაატარა და შემდეგ ვეღარ შეძლო ასპარეზობა.
ოძეკთაგან, ტოჩინოშინის გარდა, გოეიდომ იასპარეზა, რომელმაც ათი გამარჯვება და ხუთი მარცხი დააგროვა.
რაც შეეხება გაგამარუს, მას მინიმუმ ექვსი გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა სეკიტორის ტიტული შეენარჩუნებინა და რანგით მესამე ლიგაში არ დაქვეითებულიყო. გაგამარუმ ზუსტად ექვს გამარჯვებას უწია და პოზიცია შეინარჩუნა.
ჯურიო ლიგის გამარჯვებული მეთორმეტე ნომერი იკიოი შოთა გახდა.
თუ შეიძლება, გულახდილად მითხარით, რომელ ქართულ ლექსიკონში მოიძიეთ სიტყვა "უწია"?! თუ კუთხური გამოთქმაა, რომელი კუთხის ქართველები ხმარობენ?!
თუ სამართლიანი პიროვნება ხართ, პასუხს დამიბრუნებთ.