ტოკიოში მიმდინარე კიუშუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და მეტოქე უატენაგეს ილეთით დაამარცხა.
ქართველმა რიკიშიმ ბრძოლა აგრესიულად დაიწყო და მალე ორმაგი ჩავლებაც ჰქონდა... ამ მომენტის ნახვისას ყველას ძველი ტოჩი გაახსენდება, 2 წლის წინ ამ პოზიციიდან ნებისმიერ მეტოქეს უპრობლემოდ გაიყვანდა დოჰიოს მიღმა, დღეს კი გდება დასჭირდა.
მიჯრით ორი მარცხის შემდეგ მე-7 მაეგაშირა ტოჩისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო და ბალანსი 1:2-ზე აქვს. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება.