ტოჩინოშინი იმპერატორის თასისთვის: მოახდენს ქართველი სენსაციას?

AutoSharing Option
ტოჩინოშინს, იგივე ლევან გორგაძეს, ქართული სუმოს ისტორიის დაწერა შეუძლია. ქართველი სუმოისტი დღეს უკვე იმპერატორის თასის რეიტინგში მარტო იკავებს ლიდერის პოზიციას და წინ 3 მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის.

11 გამარჯვებით და 1 მარცხით ტოჩინოშინი ყველაზე ახლოს არის იმპერატორის თასთან. მის მდევარ კაკარიუს ერთი გამარჯვებით ნაკლები აქვს და მე-3 პოზიციაზე მყოფი ტაკაიასუ 2 გამარჯვებით ჩამორჩება.

"ჰაცუ ბაშო" ყოველწლიური ტურნირია და სუმოს სამყაროში რანგით პირველია. ის ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში იმართება, რომელიც 11 098 მაყურებელს იტევს. "ჰაცუ ბაშოზე" დასწრება ძალიან ბევრ გულშემატკივარს სურს. შესაბამისად,
შესასვლელში და სალაროებთან ყოველწლიურად დიდი რიგები დგას.

ტოჩინოშინის ამ ტურნირში გამარჯვება სუმოს სამყაროში წლის სენსაცია იქნება. ქართველმა იაპონელი გულშემატკივარი უკვე გააკვირვა და მისი ქომაგების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. თუ ქართველი ამ ტურნირს მოიგებს, მისი იერარქიაც მნიშვნელოვნად შეიცვლება: მე-3 მაეგაშირობიდან დაწინაურდება და თუ ყველაფერი მის სასარგებლოდ წავიდა, შეიძლება სეკივაკეს ტიტულსაც გამოჰკრას ხელი.

დღეს ტოჩინოშინი პირველ მაეგაშირას, მონღოლ იჩინოჯის გაეჯიბრება, რომელთანაც 10:5 აქვს ბალანსი. წონათა ბალანსი 177-215-ია, მონღოლის სასარგებლოდ, აღსანიშნავია რომ  მონღოლი ამ ბაშოზე ყველაზე მძიმეა.ხოლო იჩინოჯი ამ ტურნირზე 8 მოგებითა და 4 წაგებით, მე-4 პოზიციას ინაწილებს 5 სუმოისტთან ერთად.

შეხვედრა ჩვენი დროით დაახლოებით 12 საათის შემდეგ გაიმართება.

ახალგაზრდა ტოჩინოშინი კარიერის დასაწყისში

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 16 /
საღოლ ადმინ რო როგორც იქნა დაიწყეთ სუმოს გაშუქება....
ისე უხერხული ხო არაა ორი ქართველი გამოდის და სიტყვაც რო არ იწერებოდა აქამდე?
იმედია გააგრძელებთ და ამ ბაშოთი არ მორჩება ეს აქტივობა...
მიროსან
26 იანვარი 2018 10:16
0
ამ ბაშოზე არა, საერთო შეხევდრები.
კახა
26 იანვარი 2018 10:56
0
ხვალ ჩემპიონები ვხდებით!
dato
26 იანვარი 2018 13:23
0
მოიგო ეს წუთია.
გელა
26 იანვარი 2018 12:22
0
მე-12 ბრძოლაც მოიგო!!! გილოცავთ!!!
დავითი
26 იანვარი 2018 12:19
0
როცა კოკაი და გაგამარუ იბრძოდნენ ტჩინოშინი ჩრდილში იდგა,მაგრამ შრომამ და თავდადებამ შედეგი მოიტანა.ის წინამორბედ ორ ქართველზე ბრძოლისუნარიანი გამოდგა და გაგვახარა.გულით ვუსურვებ წარმატებასა და წინსვლას,ვამაყობ მისით.
888
26 იანვარი 2018 11:36
0
მაშინ პატარა იყო ლევანი, შრომისმოყვარეობა არც იმათ აკლდათ
Irakli Apkhaidze
26 იანვარი 2018 11:53
0
კუკუ რუკუ კუ
.......
27 იანვარი 2018 16:34
0
გილოცავთ, იოკოძუნა კაკურიუმ წააგო და ორი მოგებით ჩამორჩება, ანუ, დარჩენილი ორი შერკინებიდან ერთში გამარჯვებაც საკმარისია იმპერატორის ტიტულის მოსაპოვებლად ტოჩინოშინისთვის! სუპერსენსაცია!
გელა
26 იანვარი 2018 13:01
0
გააკრა ბეჭებზე ძროხანოჩო, 12-1 ბალანსი. მიდი ტოჩი
მეფე333
26 იანვარი 2018 12:42
0
Youtubzea pirdapiri
Sumo
26 იანვარი 2018 11:29
0
10-5-ზე როგორ ექნება ბალანსი, 12 ტურია გასული..
ქუთაისელი
26 იანვარი 2018 10:12
1
პირადი შეხვედრების ბალანსს გულისხმობდა სავარაუდოდ.ისე 8-4-ზე აქვს ეგეც ეწერა პრინციპში. ვინმემ რამე live stream-ი ხო არ იცით?
გიორგი
26 იანვარი 2018 11:09
0
ურთიერთ შეხვედრაზეა აქ საუბარი..
კახელო
26 იანვარი 2018 10:59
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული