ქართველი გოლიათი საინტერესო თემებზე საუბრობს და იმ ემოციებზე გვიყვება, რომელიც "იმპერატორის თასის" მოგების შემდეგ განიცადა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ოძეკი გოიედო ჩემი კლუბის განაყარი, "სანათესაო" კლუბის წევრია. გაჩემპიონების შემდეგ გასახდელში ასწია თასი და მის ფონზე, ყველამ გავაკეთეთ მისალოცი "ბანზაი". მაშინ პირველად შევეხე "იმპერატორის თასს" და გავიფიქრე - კარიერაში ერთხელ მაინც ვერ უნდა აღვმართო-მეთქი?! მადლობა უფალს, რომ ეს ნატვრა 2018 წლის პირველ ბაშოზე ავისრულე. ჩემს მეუღლეს ნინო ჰქვია
- თასების გარდა, უამრავი სხვადასხვა პრიზით დაგაჯილდოეს, მათ შორის - ძვირად ღირებული ავტომანქანით და საათით, მთელი წლის სამყოფი საწვავით და სასმელ-საჭმლით...
- ავტომანქანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასწორია - არ უჩუქებიათ. ის ავტომობილი, რომელზეც გამარჯვების შემდეგ ვიდექი, სუმოს ფედერაციის არის და მსგავსი ღონისძიებებისთვის გამოიყენება. მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს, მაგრამ მე ამდენი საჭმელ-სასმელი რად მინდა?! კლუბში გამოგზავნიან და მოვიხმართ.
იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება kvirispalitra.ge-ზე