ტოჩინოშინმა იაპონიაში 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ ტელეკომპანია "ფუჯი TV"-ის მიერ გამართულ ერთდღიან, კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა.

შეჯიბრება სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში გაიმართა და ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

1/6-ფინალში გორგაძემ გამოცდილი იაპონელი რიკიში, იკიოი ჩამოიშორა გზიდან.

1/8-ფინალში კი სუმოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი, 40-გზის ჩემპიონი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.


1/4-ფინალში ტოჩიმ იაპონელთა იმედი, ჰოკუტოფუჯი გამოთიშა ასპარეზობას, რომელმაც სხვათა შორის, ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა უწია ჩვენებურს ამ ტურნირზე. ნახევარფინალში ლევანმა კიდევ ერთ გამოცდილ იაპონელ სეკიტორს, ოკინოუმის სძლია.

ფინალურ შეხვედრაში, უკანასკნელი რამდენიმე ბაშოს უცვლელ სეკივაკეს, მონღოლ ტამავაშის მოუგო და ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა!

აღსანიშნავია, რომ ტოჩიმ ამ ტურნირზე თავისი საფირმო და იაპონელთა მიერ ყველაზე პატივსაცემი, კლასიკური სუმო იჭიდავა და 5-ივე ორთაბრძოლაში იორიკირის ილეთით იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ყოჩაღ ლევან,ამ გამარჯვებით მან დაამტკიცა,რომ უკვე ახალ დონეზეა გასული და დიდ ჩემპიონებს აქეთ უნდა ეშინოდეთ მისი.მე უბრალოდ ის მიკვირს,ასეთ ასაკში როგორ გააკეთა ასეთი მკვეთრი ნახტომი მომზადების დონეში.სისტემა შეცვალა?რაღაც სიახლე რომ შეიტანა მომზადებაში,უეჭველია.
სოსო
12:52 14-02-2018
0
ჰაკუჰო სუმოს ლეგენდაა.ყოჩაღ ლევან.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული