ჰარუ ბაშო. VI დღე: ტოჩინოშინმა ენდო შოთა არ დაინდო და იპონზე დააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 16 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეექვსე დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა, იაპონელი ენდო შოთა იყო, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი 2:3 ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა ულამაზესი ილეთით დაამარცხა ენდო. ამ ილეთს ძიუდოში იპონი ეწოდება, თუმცა სუმოს წესების მიხედვით კოტენაგე ჰქვია.


ტოჩინოშინს ექვსი შეხვედრის ჯამში 4 მოგება და 2 მარცხი აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, მას ჯურიო ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) წარუმატებელი დღე ჰქონდა. ქართველი სეკივატორი ლიგის მერვე ნომერ
ჰომარეფუჯისთან ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.

ამ მარცხით გაგამარუს 4 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა, რის შედეგადაც მე-6 ადგილს იყოფს ორ სუმოისტთან ერთად.

ტოჩინოშინი მორიგ შეხვედრას მეორე მაეგაშირა მონღოლ არავაშისთან გამართავს, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს (3:2). არავაში ამ ბაშოზე ძალიან წარუმატებლად ასპარეზობს - 6 შეხვედრა და 6 მარცხი.

გაგამარუს მეტოქე ლიგის მეორე ნომერი კიოკოშუჰო იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს (5-11). მონღოლს ამ ბაშოზე მხოლოდ ორი მოგება აქვს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგ ილეთს ძიუდოში იპონი არ ქვია. იპონი არის შედეგი, ხოლო თვითონ ილეთს უჩიმატა ქვია, ფეხი რომ არ აეყოლებინა ჰარაი გოში, ლიპოს საყვარელი ილეთი გამოვიდოდა.
თორნიკე
19:51 16-03-2018
1
ტოჩი გაიხარე. წამატებები ქართველო გოლიათო
beso
17:49 16-03-2018
1

სიახლეები პოპულარული