დღეს, 16 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეექვსე დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა, იაპონელი ენდო შოთა იყო, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი 2:3 ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა ულამაზესი ილეთით დაამარცხა ენდო. ამ ილეთს ძიუდოში იპონი ეწოდება, თუმცა სუმოს წესების მიხედვით კოტენაგე ჰქვია.
ტოჩინოშინს ექვსი შეხვედრის ჯამში 4 მოგება და 2 მარცხი აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, მას ჯურიო ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) წარუმატებელი დღე ჰქონდა. ქართველი სეკივატორი ლიგის მერვე ნომერ ჰომარეფუჯისთან ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.
ამ მარცხით გაგამარუს 4 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა, რის შედეგადაც მე-6 ადგილს იყოფს ორ სუმოისტთან ერთად.
ტოჩინოშინი მორიგ შეხვედრას მეორე მაეგაშირა მონღოლ არავაშისთან გამართავს, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს (3:2). არავაში ამ ბაშოზე ძალიან წარუმატებლად ასპარეზობს - 6 შეხვედრა და 6 მარცხი.
გაგამარუს მეტოქე ლიგის მეორე ნომერი კიოკოშუჰო იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს (5-11). მონღოლს ამ ბაშოზე მხოლოდ ორი მოგება აქვს.
12:39 16-03-2018
ჰარუ ბაშო. VI დღე: ტოჩინოშინმა ენდო შოთა არ დაინდო და იპონზე დააგდო [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ტოჩი გაიხარე. წამატებები ქართველო გოლიათო
11
1
ერთხელ ისეთ ვიდეო ხომ შეიძლება დადოთ რომ გახსნას? რა უბედურებაა რა არის!!!
8
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული