ჰარუ ბაშო. VII დღე: ტოჩინოშინმა ამჯერად არავაში დასცა ზურგზე [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 17 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეშვიდე დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეხუთე შეხვედრა მოიგო.

ტოჩინოშინი მეორე მაეგაშირა მონღოლ არავაშის დაუპირისპირდა, ვისთანაც დადებითი ბალანსი ჰქონდა (3:2). ქართველმა სეკივატორმა სულ სხვა სტილით გამარჯვებები დაიწყო და ზედიზედ მეორეჯერ დასცა მეტოქე ზურგზე. სუმოს წესების მიხედვით ამ ილეთს უვატენაგე ეწოდება.

ტოჩინოშინი ხუთი მოგებითა და ორი წაგებით, მეხუთე ადგილს იყოფს ექვს სუმოისტთან ერთად. ქართველ ფალავანს წინ კიდევ რვა ბრძოლა ელის.


რანგით მეორე ლიგაში გაგამარუს, მეტოქე ლიგის მეორე ნომერი კიოკოშუჰო იყო,
რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი ჰქონდა (5-11), თუმცა თეიმურაზ ჯუღელმა არაფერი დაუთმო და მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

საერთო ჯამში ჯურიო ლიგაში, გაგამარუს 5 მოგება და 2 მარცხი აქვს, ამ შედეგით მეოთხე ადგილს იყოფს სამ სუმოისტთან ერთად.

მორიგ შეხვედრას ტოჩინოშინი პირველ სეკივაკე მიტაკეუმთან გამართავს, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი (2:3) აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს ის ჯურიო ლიგის მეორე ნომერს ამინიშიკის დაუპირისპირდება, რომელთანაც ბალანსი (3:6) აქვს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებებს.ლევანს აშკარად ძალიან სტკივა ფეხი,ფეხზე ძალას ვეღარ ატანს და ამიტომ ჭიდაობის ილეთებით ცდილობს ფონს გასვლას და ჯერჯერობით უმართლებს,მაგრამ მეტოქეები ალბათ უკვე მიხვდნენ მის ტაქტიკას და მომდევნო ბრძოლებში ამისათვის უკვე მზად იქნებიან.მეორე მხრივ ლევანმა უკვე ხუთი ბრძოლა მოიგო და ახლა ყველაც რომ წააგოს,მისი შედეგი მაინც გმირობის ტოლფასი იქნება ჩემთვის,თუმცა იმედი მაქვს,რომ გამარჯვებები კიდევ იქნება
სოსო
16:46 17-03-2018
1
ისე ლინკიც ჩაამატეთ ილეთის განმარტება ახსნის რო ნახოს მკითხველმა ვინც არ იცის როგორ გამოიყურება ილეთი.
giga
12:57 17-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული