დღეს, 19 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცხრე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოჰოზანი იყო, რომელთანაც ქართველ სეკიტორს ბალანსი 11:5-ზე ჰქონდა. ჩვენმა ფალავანმა იაპონელი იორიკირით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა და ტურნირზე დადებითი ბალანსის მიღწევამდე ერთი შეხვედრა აშორებს.
ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე 7 მოგება და 2 მარცხი აქვს.
შეგახსენებთ, ტოჩინოშინი ტრავმით და გამაყუჩებლებით ასპარეზობს. დადებითი ბალანსის მიღწევის შემდეგ არ არის გამორიცხული, უარი თქვას ასპარეზობის გაგრძელებაზე.
რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მეტოქედ ლიგის პირველი ნომერი ჰყავდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. საერთო ჯამში, თეიმურაზ ჯუღელს 6 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
ხვალ ტოჩინოშინს რთული ბრძოლა ელის, მისი მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება. ლევან გორგაძეს მასთან უარყოფითი ბალანსი - 10:14-ზე აქვს.
რაც შეეხება გაგამარუს, ის ლიგის მესამე ნომერს, აზამარიუს დაუპირისპირდება. ბალანსი 4:3-ზეა ქართველის სასარგებლოდ.
12:41 19-03-2018
ჰარუ ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინმა შოჰოზანი იორიკირით დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ალბათ სწორედ ასეთი სალი კლდეები იყვნენ ჩვენი წინაპრები,ათი ოსმალო რომ მოდიოდა ერთ კაცზე.
19
1
ეს კაცი გამაგიჟებს,სად პოულობს ძალას.გაგამარუც ყოჩაღ,კარგად მიდის.
14
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული