ჰარუ ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინმა შოჰოზანი იორიკირით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცხრე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოჰოზანი იყო, რომელთანაც ქართველ სეკიტორს ბალანსი 11:5-ზე ჰქონდა. ჩვენმა ფალავანმა იაპონელი იორიკირით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა და ტურნირზე დადებითი ბალანსის მიღწევამდე ერთი შეხვედრა აშორებს.


ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე 7 მოგება და 2 მარცხი აქვს.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინი ტრავმით და გამაყუჩებლებით ასპარეზობს. დადებითი ბალანსის მიღწევის შემდეგ არ არის გამორიცხული, უარი თქვას ასპარეზობის გაგრძელებაზე.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც
რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მეტოქედ ლიგის პირველი ნომერი ჰყავდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. საერთო ჯამში, თეიმურაზ ჯუღელს 6 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.

ხვალ ტოჩინოშინს რთული ბრძოლა ელის, მისი მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება. ლევან გორგაძეს მასთან უარყოფითი ბალანსი - 10:14-ზე აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს, ის ლიგის მესამე ნომერს, აზამარიუს დაუპირისპირდება. ბალანსი 4:3-ზეა ქართველის სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ალბათ სწორედ ასეთი სალი კლდეები იყვნენ ჩვენი წინაპრები,ათი ოსმალო რომ მოდიოდა ერთ კაცზე.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
19 მარტი 2018 17:27
1
ათი ოსმალო რა არი, ძმაო, ათი ჩვენნაირებზე მოდიოდა. ლევანისნაირები მთლიან ფლანგს იღებდნენ თავის-თავზე:)
გიგლია
19 მარტი 2018 21:27
1
ჰამაც, გოეიდო სწორედ ოსაკადანაა, სადაც მიმდინარეობს ამჟამად ეს ტურნირი. მაგრამ ტოჩინომ მაინც უნდა დაამარცხოს (თუ დაანარცხოს???)!!!
N
19 მარტი 2018 17:28
2
ეს კაცი გამაგიჟებს,სად პოულობს ძალას.გაგამარუც ყოჩაღ,კარგად მიდის.
სოსო
19 მარტი 2018 15:44
1
მიდი ქართველო, იომე მეომარო! გული სიამაყით მევსება შენს ამბებს რომ ვგებულობ!
aburjga
19 მარტი 2018 19:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული